ვის აკვირდებოდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე "ატლეტიკო"-"ბეტისის" მატჩზე

ესპანეთში დასრულდა თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები. ერთის თქმა შეგვიძლია - არც ერთ წყვილში არ არის გამოვლენილი ნახევარფინალისტის ვინაობა, თუმცა მადრიდულმა კლუბებმა სერიოზული ჰანდიკაპი მიიღეს. საპასუხო მატჩები 23 და 24 იანვარს გაიმართება.

"ატლეტიკო" "ბეტისთან" მატჩში რადამელ ფალკაოს თავურით დაწინაურდა, მერე კი ბრაზილიელმა მცველმა ფილიპე ლუიშმა 2:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეპიზოდში დიდი წვლილი კიდევ ერთ ბრაზილიელს, დიეგო კოშტას მიუძღვის, რომელმაც ჯერ მარჯვენა, მეორე ეპიზოდში კი მარცხენა ფლანგზე თავბრუ დაახვია ანდალუსიელ მცველებს.

30-ე წუთზე ერთ ეპიზოდში 4-ჯერ (!) გადარჩა სასწაულებრივ მასპინძელთა კარი: ორჯერ ტიბო კურტუა გადაეღობა ბურთს, ორჯერ კი მცველები.

თამაშს ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ესწრებოდა, რომელიც ბენიატისა და რუბენ კასტროს თამაშს აკვირდებოდა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ბეტისი" ძალიან კარგი გუნდია, დინამიკური და სწრაფი. პირველი ტაიმი ისე ვითამაშეთ, როგორც მსურდა - ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. შედეგი კარგია, მაგრამ არა გადამწყვეტი. დიეგო კოშტა გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შემადგენლობა შევინარჩუნო".

პეპე მელი (ბეტისი): "ატლეტიკო" ჩვენზე უკეთ 25 წუთის განმავლობაში თამაშობდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ტიბო კურტუაა, საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე. ის, რომ თამაში 2:0 დასრულდა "ატლეტიკოს" სასარგებლოდ, პირადად მისი დამსახურებაა".

ასევე იხილეთ:

კოპა დელ რეი: უნაი ემერის წარმატებული დებიუტი "სევილიაში"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ