ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A. XXI ტურის წინ: ძველი მეტოქეები და "ოლიმპიკო"

სერია A. XXI ტურის წინ: ძველი მეტოქეები და "ოლიმპიკო"

სერა A-ს XXI ტურის მთავარი მატჩი რომში გაიმართება, სადაც "რომა" "ინტერს" უმასპინძლებს

XXI ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ინტერს" უმასპინძლებს.

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს უპრინციპულესი ჯახი ელით, რადგან ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს.

ინტერი, კასანოს და მილიტოს გარეშე

მოახლოებულ ჯახს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს... მოგების შემთხვევაში, მილანელთა ორბიტაზე ისევ გამოჩნდება სკუდეტო, რომაელთა წარმატება კი "ჯალოროსის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დააბრუნებს.

მოკლედ, სასწორზე ბევრი რამე დევს, მით უმეტეს, ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან. გახსოვთ ალბათ, ახლო წარსულში, რამდენიმე წლის განმავლობაში სკუდეტოსაც და იტალიის თასსაც სწორედ ეს ორი გუნდი იყოფდა და ინაწილებდა.

"ინტერს" სერიოზული დანაკლისი აქვს და ანდრეა სტრამაჩონი მეტად რთულ მდგომარეობაშია. შუა და უკანა ხაზელებს რომ თავი დავანებოთ, მილანელებს თავდასხმაშიც უჭირთ. ხუმრობა საქმე ხომ არაა, "ნერაძურის" ანტონიო კასანოსა და დიეგო მილიტოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ძირითად შემნადგენლობაში როდრიგო პალასიო და ტომაზო როკი გაირჯებიან. ამ მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა რომაელთა ბანაკში, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან მხოლოდ პაბლო ოსვალდოა დაშავებული.

სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაში არიან მატია დესტრო, ერიკ ლამელა და ფრანჩესკო ტოტი. შუა კვირაში, ორივე გუნდმა 120-წუთიანი სათასო ბატალიები გამოიარა და ორივემ გააღწია ნახევარფინალში. ისიც ვთქვათ, რომ ანდრეა სტრამაჩონისგან განსხვავებით, თასზე ზდენეკ ზემანმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, თუნდაც ფრანჩესკო ტოტი და ერიკ ლამელლა. გუნდების ფიზიკურმა მომზადებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს რომაულ დაპირისპირებაში.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი - ლამელლა, ტოტი, დესტროყ.

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, კივუ - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, პერეირა - გუარინი - როკი, პალასიო.

ლიდერები შაბათს...

სატურნირო ცხრილში დაწინაურებული გუნდები თავიანთ შეხვედრებს შაბათს გამართავენ: "იუვენტუსი" "უდინეზეს" უმასპინძლებს, "ლაციო" კი "პალერმოს" ესტუმრება.

ჯერ "იუვეზე" ვთქვათ, რომელიც აგერ უკვე ორი თამაშია მოგებას ვერ ახერხებს და ბევრი კრიზისზეც კი ალაპარაკდა. ანტონიო კონტე ანდრეა პირლოს მოისაკლისებს და ეს რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია. მით უმეტეს, ტურინულ გრანდს კლაუდიო მარკიზიოც დაშავებული ჰყავს, ნახევარდაცვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი.

პირლოს და მარკიზიოს ადგილს ლუკა მარონე და პოლ პოგბა დაიკავებენ. მარცხენა ფრთაზე აფრიკაში გამგზავრებულ კვადვო ასამოას პაოლო დე ჩელიე შეცვლის და გამოდის, რომ "იუვეს" შუა ხაზი ოპტიმალურისგან ძალიან შორსაა, ალბათ სწორედ აქედანაც მოდის ეს ჩავარდნა და საინტერესოა, როგორ ითამაშებს შესუსტებული "ვეკია სენიორა" ფერზე მოსული "უდინეზეს" წინააღმდეგ.

რთული მატჩი ელის "ლაციოს", რომელიც "პალერმოს" სტუმრობს. ამბობენ, რომ ჯანპიერო გასპერინისთვის ეს ბოლო შანსია და თუ სიცილიელებმა ვერ მოიგეს, მწვრთნელს პოსტის დატოვება მოუწევს. მოკლედ, კუნძულელები თავს არ დაზოგავენ და "ბიანკოჩელესტეს" წესით დიდი ჯაფა უნდა დაადგეს. მით უმეტეს, რომაელებს მიროსლავ კლოზე ჰყავთ ტრავმირებული. გერმანელი ფორვარდის ადგილს სერჯო ფლოკარი დაიკავებს, რომელმაც წინა ტურში "ლაციოს" სამი ქულა მოუტანა.

ფლორენციაშიც დიდი ამბებია

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი ფლორენციაში შედგება, სადაც "ფიორენტინა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. აღარ მოვყვებით იმის ახსნას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჯახი ორივე გუნდისთვის, რადგან სატურნირო ცხილში ეს ისედაც ნათლად ჩანს.

ნეაპოლელებს კამილო ცუნიგა ჰყავთ ტრავმირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პაბლო არმერო ძირითად შემადგენლობაში იქნება. მარეკ ჰამშიკი, გორან პანდევი და ედინსონ კავანი ჯანზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლი" შეტევაში მთელი თავისი არსენალით გადავა.

დაახლოებით იგივე ვითარებაა ფლორენციელთა ბანაკშიც, შეტევის წინა ხაზზე კი სტევან იოვეტიჩი და ლუკა ტონი მოიაზრებიან. "ვიოლასთვის" 2013 წელი საშინლად დაიწყო - სერია A-ში ორ მარცხს, თასიდან გამოვარდნა დაემატა და იქნებ აქ მაინც გატყდეს ნავსი...

იტალია. სერია A. XXI ტური

19 იანვარი

პალერმო-ლაციო 21.00

დისკვალიფიკაცია: ბარეტო (პალერმო).

ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი, ბრიენცა - კლოზე, ედერსონი, გონსალესი.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +7=4-7, (28-28)

იუვენტუსი-უდინეზე 23.45

ტრავმა: მარკიზიო, კიელინი, პეპე, ბენდტნერი, პირლო - ბრკიჩი, ფაბრინი, ბენეტია, ბადუ.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +23=5-7, (59-28)

20 იანვარი

ფიორენტინა-ნაპოლი 15.30

ტრავმა: როსი, აგაცი - ცუნიგა.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +10=6-7, (38-24)

მილანი-ბოლონია 18.00

ტრავმა: დიდაკ ვილა, დე იონგი, იეპესი, ამბროზინი - ხიმენესი, ნატალი, ტაიდერი, აკვაფრესკა.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +16=6-5, (48-25)

ატალანტა-კალიარი 18.00

დისკვალიფიკაცია: კარმონა, რაიმონდი - კოსუ.

ტრავმა: კაპელი, ბელინი, მარილუნგო, ლუკინი - არიაუდო, ერიკსონი, ნენე.

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +8=6-7, (33-34)

კიევო-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო).

ტრავმა: ფრეი, გუანა, დრამე - გალოპა.

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +5=6-8, (14-23)

ჯენოა-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: პიზანო, სეიმური - ლოდი, ლეგროტალიე.

ტრავმა: ფერონეტი, იანკოვიჩი, ვარგასი - შაკა, ალმირონი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +6=3-9, (21-23)

პესკარა-ტორინო 18.00

დისკვალიფიკაცია: ბიანკი (ტორინო).

ტრავმა: კოსიჩი - დიოპი, სანტანა, ოგბონა.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +7=1-9, (19-25)

სიენა-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (სიენა).

ტრავმა: პოცი, მაქსი ლოპესი, მარესკა, ხუან ანტონიო (სამპდორია).

ბოლო 6 მატჩი

+0=0-6 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +4=9-9, (17-30)

რომა-ინტერი 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: ოსვალდო, სტეკელენბურგი, რომანიოლი - სტანკოვიჩი, კასტელაცი, ნაგატომო, ალვარესი, სამუელი, მილიტო, კასანო, კოუტინიო.

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 54 თამაში: +14=16-24, (79-95)

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 16 - კავანი (ნაპოლი); 14 - ელ შაარავი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: კრიზისია თუ არ არის?

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს

"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"

[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო

ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა

ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა

სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა

"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა

დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს

[VIDEOS] ნიდერლანდების ჩემპიონატი იეგოიანის გოლით გაიხსნა - ის მატჩის MVP გახდა

"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ

გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?

VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...

"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს

"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა

აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს

პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა