18 იანვარს მე-8 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით ლიტველ ტომას ლაურუსას სძლია
ტალინში 19 იანვარს დამთავრდება პაულ კერესის საჭადრაკო მემორიალი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 20 წარმომადგენელი იბრძვის პირველობისთვის.

ასპარეზობის მონაწილენი სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფში არიან განთესილი. A ჯგუფში შესანიშნავად უმკლავდება მეტოქეებს ქართველი დიდოსტატი მაკა ფურცელაძე.

18 იანვარს მე-8 ტურში მან თეთრი ფიგურებით ლიტველ ტომას ლაურუსას სძლია, არადა, ბალტიისპირელი ჩვენებურს რეიტინგში 100 პუნქტით უსწრებს.

ამ გამარჯვებით მაკამ რვა შესაძლებლიდან 6 ქულას მოუყარა თავი და ტურნირის დამთავრებამდე ტურით ადრე გაინაღდა პირველობა, რადგან 19 იანვარს წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი შესაძლო კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობებს.

საგულისხმოა, რომ განვლილი რვა ტურის მაჩვენებლებით ჩვენებურს რეიტინგის 24 პუნქტით გაუმჯობესება შეუძლია.

A ჯგუფში 5 ქულით მე-2 ადგილზეა მასპინძელი ოტომარ ლანდა, რომელიც 18 იანვარს შავი ფიგურებით პაველ დრუგოვს (რუსეთი) დაუზავდა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ალექს ანჟუხინი (რუსეთი)-მარკ ლაპიდუსი (ესტონეთი); დინა ბელენკაიამ (რუსეთი) მიქაელ აგაპოვთან (ფინეთი) წააგო, ხოლო ესტონელმა ანდრეი შიშკოვმა თანამემამულე იგორ სვირჟოვს გააჩერებინა საათი.

რვა ტურის შემდეგ: ფურცელაძე-6, ლანდა-5, დრუგოვი, შიშკოვი-4.5-4.5, ანჟუხინი, ბელენკაია, სვირჟოვი-4-4, ლაპიდუსი, აგაპოვი-3-3, ლაურუსასი-2 ქულა. მე-9 ტურში ითამაშებენ: სვირჟოვი-ანჟუხინი, აგაპოვი-შიშკოვი, ლანდა-ბელენკაია, ლაურუსასი-დრუგოვი, ლაპიდუსი-ფურცელაძე.

B ჯგუფში ქართველთაგან ფიდეს ოსტატი ვარლამ ვეფხვიშვილი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის.

18 იანვარს ჩვენებურმა მასპინძელი მონიკა ციგანოვა დაამარცხა. დანარჩენი პარტიები კი ასე დამთავრდა: ვალენტინა ფედოსეევა (რუსეთი)-გეორგ აბოზენკო (ესტონეთი) 0:1, იური მალინინი (რუსეთი)-ილია სიროში (ესტონეთი) 1:0, კირილ ჩუკავინი (ესტონეთი)-კესტუტის კაუნასი (ლიტვა) 0:1, სანდერ კუკი (ესტონეთი)-ჰენრიკ ჰაავამაიე (ესტონეთი) 0.5:0.5.

რვა ტურის შემდეგ: მალინინი, კუკი-6-6, სიროში, ვეფხვიშვილი, კაუნასი-5.5-5.5, აბოზენკო-4, ჰაავამაიე-2.5, ფედოსეევა, ციგანოვა-2-2, ჩუკავინი-1 ქულა. მე-9 ტურში ერთმანეთთან გარკვევენ ურთიერთობას: ჰაავამაიე-ფედოსეევა, აბოზენკო-მალინინი, სიროში-ჩუკავინი, კაუნასი-ვეფხვიშვილი, ციგანოვა-კუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geluka
გილოცავთ,წარმატებები!!!!
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ