ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა
თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი იგნატიუს ლეონგი, რომელიც 18 იანვარს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსა და მის მოადგილეებს - ზურაბ აზმაიფარაშვილსა და თამაზ თევზაძეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობა.

ლევან ყიფიანი: "მოჭადრაკეთა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის საქართველოს არაერთხელ უმასპინძლია. ასე რომ, ამ მხრივ, მდიდარი გამოცდილება და ტრადიციები გვაქვს.

ფიდემაც კარგად იცის ეს, რაც ბატონმა ლეონგმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა და საქართველოში 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადის გამართვის იდეა მოიწონა.

თუ ამ პროექტს ფიდე მხარს დაუჭერს, ეს იქნება ქართველ მოჭადრაკეთა ღვაწლის მორიგი აღიარება და ჩვენთან სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი.

უკვე გავუგზავნეთ წერილი ბატონ კირსან ილუმჟინოვს და ვთხოვეთ, ბატონ ლეონგთან ერთად გვეწვიოს, რათა საქართველოში ახალი პროექტები დავგეგმოთ. სპორტის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ჩვენთან ბრძენთა თამაშის შემდგომ განვითარებას".

ზურაბ აზმაიფარაშვილი: "იგნატიუს ლეონგთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. იგი სინგაპურელია და, როცა მის სამშობლოში ვცხოვრობდი, იქაურ საჭადრაკო აკადემიაში ერთად ვსაქმიანობდით.

ლეონგი ჩვენს ქვეყანას მესამედ ესტუმრა. პირველად 2001 წელს გვეწვია. მაშინ ევროპა-აზიის მოჭადრაკეთა პირველ და დღემდე უნიკალურ მატჩს ვუმასპინძლეთ.

მაშინ ბატონი იგნატიუსი აზიის გუნდის კაპიტანი გახლდათ. 2005 წელს თბილისში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ჩვენი დღევანდელი სტუმარი გენერალურ მდივნად აირჩიეს.

ასე რომ, მას ჩვენს ქვეყანასთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს, ამიტომაც უჭერს მხარს ქართველთა ინიციატივებს. დარწმუნებულია, რომ აქ ყველა პროექტი პირნათლად შესრულდება.

ახლაც, 16-წლამდელთა ოლიმპიადას ბატონი ლევან ყიფიანი რომ დაუდგა თავდებად, საქართველოში ჭადრაკის შემდგომი განვითარებისთვის ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

გია გიორგაძე: "ბატონ ლეონგთან და ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად წახკაძორში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მივემგზავრები, თან კონკრეტული წინადადება მიმაქვს - 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მსვლელობისას ჩვენთან 16-წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართოს.

ჩვენს ინიციატივას მხარს უჭერს სპორტის სამინისტრო. როცა სახელმწიო გვერდით გიდგას, წელგამართული ხარ.

დღეს სამინისტროში შეხვედრისას ბატონ ლეონგთან საუბარი გვქონდა სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, საქართველოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების თაობაზე.

რატომაც არა: ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვის მდიდარი ტრადიცია აქვს და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვართ".

- საქართველოში მესამედ ვიმყოფები. - გვითხრა ფიდეს გენერალურმა მდივანმა. - აქ ყოველთვის უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, ამიტომაც სიამოვნებით ჩამოვდივარ. ამჯერადაც დაუფიქრებლად დავთნახმდი ჩემი მეგობრის - ზურაბ აზმაიფარაშვილის შემოთავაზებას.

სომხეთშიც ერთად გავემგზავრებით. ვეცდები, ფიდეში დავარწმუნო ჩემი კოლეგები, მხარი დაუჭირონ საქართველოს კანდიდატურას 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადის სამასპინძლოდ.

- ბატონო ლეონგ, ამას წინათ კირსან ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ ჭადრაკის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესატანად აქტიურად ვიბრძოლებთო. თქვენ რას იტყვით?

- დიახ, ფიდეს დიდი სურვილი აქვს, ჭადრაკი ოლიმპიური სახეობა გახდეს. ზაფხულის თამაშებში მოხვედრაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, რადგან ჩვენ წინ 20 სახეობა მაინც დგას.

ზამთრის თამაშების პროგრამაში მოხვედრა უფრო რეალური ჩანს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჩვენებელი სპორტის სტატუსი მივიღოთ, რაც ოლიმპიურ ოჯახში მოსახვედრად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

- ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების სისტემა ბოლო წლებში უინტერესო გახდა. ფიდე ამ მიმართულებით კონსტრუქციულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავს?

- გეთანხმებით, რომ აქ უამრავი პრობლემა გვაქვს. ამ საკითხებზე სპეციალური კომისია მუშაობს. წახკაძორში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოზეც ვიმსჯელებთ ამაზე. გარწმუნებთ, ცვლილებები იქნება.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"