"ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელი, რომლის ასისტენტიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს
"ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელი, რომლის ასისტენტიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ელვინ ჯენტრისთან, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინიქსელებმა მიმდინარე სეზონში 41 მატჩიდან 28 წააგეს, კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა.

ეს ამბავი საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა არ დასახელებულა. "ფინიქსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი.

58 წლის ჯენტრისთვის ეს იყო 3-წლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონი და შესაბამისად, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო კლუბი მწვრთნელს კუთვნილ 1,2 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ელვინ ჯენტრი "ფინიქსში" 2004 წელს მაიკ დანტონის ასისტენტად მივიდა. 2008 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ტერი პორტერი დაინიშნა, რომელსაც ცუდი შედეგებისთვის პოსტი პირველსავე სეზონში დაატოვებინეს.

ჯენტრი დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა და "ფინიქსს" რეგულარული სეზონის დარჩენილ 35 მატჩში 28 გამარჯვება მოაპოვებინა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ მას გუნდი 3 წლით ჩააბარა. ფინიქსურ კარიერაში ჯენტრიმ 158 მატჩი მოიგო და 144-ში დამარცხდა.

თუ ვინ გახდება "ფინიქსის" ახალი მწვრთნელი, შესაბამისად ვისი ასისტენტი იქნება იგორ კოკოშკოვი, 2 დღეში გახდება ცნობილი.

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ