ვსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მესამე წრე და დაიწყო მერვედფინალური ეტაპი

გასულ უქმეებზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მესამე წრე და დაიწყო მერვედფინალური ეტაპი. ჯერ მესამე რაუნდის რამდენიმე შეხვედრაზე ვისაუბროთ...

დღის სენსაცია

გასული ორი დღის მთავარი სენსაცია, რა თქმა უნდა, ხუან მარტინ დელ პოტროს გავარდნა აღმოჩნდა. არგენტინელი აშკარა ფავორიტი იყო ფრანგ ჟერემი შარდისთან მატჩში, მაგრამ დელ პოტროს თავიდანვე შეექმნა პრობლემები - ის საკუთარ თავს არ ჰგავდა და გონსმოუსვლელად წააგო ორი პარტია.

ამის შემდეგ, სამხრეთამერიკელმა ურთულესი მესამე სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო და თითქოს, ამით გარდატეხა შეიტანა თამაშში. მან მოახერხა მეოთხე სეტის მოგება და ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მეხუთეს დასაწყისში, მაგრამ ამ მომენტში კარგად წარმოაჩინა თავი შარდიმ. ფრანგმა გაძლო და სეტის ბოლოს, მეტოქის შეცდომების ხარჯზე გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა.

თუ მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ფრანგის წარმატება ისე სენსაციური აღარ გამოჩნდება. შარდი შესანიშნავად ცვლიდა ტემპს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არგენტინელს კორტზე თავი კომფორტულად არ ეგრძნო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ ევროპელი მოქმედებდა უფრო აქტიურად და 78 "ვინერსი" მიითვალა მოწინააღმდეგის 36-ის წინააღმდეგ.

ახლა, ჟერემი ანდრეას სეპისთან ითამაშებს, რომელმაც ასევე ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა შაბათს და მოულოდნელად მოუგო მარინ ჩილიჩს. გადამწყვეტ სეტში ხორვატი პირველად გაიჭრა წინ, მაგრამ სეპიმ ზედიზედ ექვსი გეიმის აღება შეძლო.

დღის იუბილე

შაბათს, მთავარი მატჩი დღის ბოლოს იყო დაგეგმილი - როჯერ ფედერერი ბერნარდ ტომიჩს ხვდებოდა. ავსტრალიელს ცუდი ჩოგბურთი არ უჩვენებია - კარგად მუშაობდა მოწოდებაზე და ხშირად უტევდა უკანა ხაზიდან, განსაკუთრებით ფორჰენდით.

მაგრამ როჯერიც მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებული გავიდა კორტზე - ის საკუთარ თავს არ აძლევდა ჩავარდნის უფლებას. შვეიცარიელმა შეინარჩუნა ერთბრეიკიანი მინიმალური უპირატესობა პირველ სეტში, მეორეში დაკარგა ექვსი ბრეიკ-პოინტი და იძულებული გახდა ტაი-ბრეიკი ეთამაშა.

იქ ტომიჩი ახლოს იყო სეტბოლებთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფედერერმა მოუმატა და ოთხი ქულა ზედიზედ აიღო. მესამე სეტში როჯერმა იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. აღვნიშნავთ, რომ შვეცარიელმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 250-ე მატჩი მოიგო და პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.

დღის რეკორდი

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ფრანგებმა - ჟილ სიმონმა და გაელ მონფილსმა ძალიან დაღალეს ერთმანეთი. პრაქტიკულად ყოველი გათამაშება 20 ან მეტ დარტყმამდე გრძელდებოდა. თუმცა ერთმა გათამაშებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - მეტოქეებმა 71 დარტყმა გაცვალეს და ქულა სიმონმა აიღო.

დღის გამოთხოვება

42 წლის კიმიკო დატემ მაინც დაასრულა გამოსვლა ერთეულთა თანრიგში. სიმბოლურია, რომ იაპონელმა თავისი გზა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთან, იმედისმომცემ სერბთან ბოიან იოვანოვსკისთან მატჩში დაასრულა, რომელიც კიმიკოს შვილად ეკუთვნის. ვინ იცის, იქნებ დატე სამუდამოდ დაემშვიდობა მელბურნს.

დღის ფაქტი

მამაკაცთა ბადეში მერვედფინალურ ეტაპამდე საფრანგეთის ოთხმა წარმომადგენელმა გააღწია. ამ ქვეყანას "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში ასეთი წარმომადგენლობა არასოდეს ჰქონია.

1/16 ფინალი

კაცები

ჟერემი შარდი (საფ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:3, 6:3, 6:7(3), 3:6, 6:3; ანდრეას სეპი (იტა, 21)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 12) 6:7(2), 3:6, 2:6, 6:4, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 14)-გაელ მონფილსი (საფ) 6:4, 6:4, 4:6, 1:6, 8:6; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:3, 6:4, 7:5; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:2, 6:1, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 9)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 6:3, 7:6(2), 6:0; მილოშ რაონიჩი (კან, 13)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 17) 7:6(4), 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 7:6(5), 6:1.

ქალები

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 4:6, 6:2; ელენა ვესნინა (რუს)-რობერტა ვინჩი (იტა, 16) 4:6, 7:6(4), 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:4, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:2, 4:6, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 3)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 14)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 20) 7:6(4), 6:3; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:2, 7:6(3); სლოუნ სტივენსი (აშშ, 29)-ლორა რობსონი (ბრიტ) 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: მარია შარაპოვას შეწყვეტილი სერია

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება