ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და მამაკაცთა ტურნირი კინაღამ მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა...

დღის მატჩი

ვინც ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტანისლას ვავრინკას მატჩი იხილა, შეუძლია თამამად თქვას, რომ ფუჭად არ გაუტარებია ხუთი საათი და ორი წუთი.

სწორედ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს თრილერი, რომელშიც ორივე ჩოგბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. დრამატული მეხუთე სეტის შემდეგ, რომელიც 22 გეიმი გაიწელა, ჯოკოვიჩმა ზუსტად ისევე გამოხატა გამარჯვებით გამოწვეული ემოცია, როგორც ეს რაფაელ ნადალთან შარშანდელ ფინალის შემდეგ გააკეთა - მაისურა შემოიხია და მაყურებლებში ისროლა.

ჯოკოვიჩს შეეძლო აქამდე არ მიეყვანა საქმე, მაგრამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ძალიან გვიან შევიდა თამაშში. ამის შედეგი ის გახდა, რომ სერბმა მთლიანად ჩააგდო პირველი სეტი და კინაღამ წააგო მეორე. ნოვაკისთვის საბედნიეროდ, ის დროულად გამოერკვა და ვავრინკას ზედიზედ ხუთ ბრეიკს სამით უპასუხა და მეორე პარტიაში გამარჯვება გამოსტაცა შვეიცარიელს.

მაგრამ ამის შემდეგაც, ნოლე მაინც ბევრს ცდებოდა, ამიტომაც დრამატული დასასრული გარანტირებული იყო. იდეალურად არც ვავრინკა თამაშობდა. ბრწყინვალე გათამაშებებს ის აშკარა ჩავარდნებს უნაცვლებდა. ყველაზე მტკივნეული მომენტი შვეიცარიელისთვის მეხუთე სეტის სტარტი იყო. ვავრინკა ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ თავად დათმო საკუთარი მოწოდება, მომდევნო გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, არადა, ერთ-ერთი ასეთი შანსის დროს, უბრალოდ, ბადეზე უნდა გადაეგდო ბურთი.

მოკლედ, გუშინდელი მატჩი პირველი ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა მოქმედი ჩემპიონისთვის, ვავრინკამ კი, ალბათ, მთელი ცხოვრების მატჩი წააგო.

დღის გარდამტეხი მომენტი

მერვედფინალური ეტაპიდან სულ უფრო რთული გახდა მატჩების შედეგების გამოცნობა. ხშირად ისე ხდება, რომ თამაშის ბედს წყვეტს ერთი გეიმი ან სულაც, ერთი რომელიმე გათამაშება.

სწორედ ასეთი სცენარით განვითარდა ანჟელიკ კერბერისა და ეკატერინა მაკაროვას შეხვედრა. რუსი არ ითვლებოდა ამ მატჩში ფავორიტად, მაგრამ სწორედ მან მოიგო პირველი სეტი და ძალიან კარგად გამოიყურებოდა მეორეში. კრიტიკული მომენტი დადგა მერვე გეიმში, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. 15:40-ზე, მაკაროვას მოწოდებისას, ჩოგბურთელებმა შესანიშნავი გათამაშება შესთავაზეს მაყურებელს, რომელიც, თავისებურად წააგო კერბერმა და თავისებურად მოიგო მაკაროვამ.

ურთულესი ბურთების აღების შემდეგ, რუსმა გატეხა გერმანელი და ამ უკანასკნელს აიძულა ბადესთვის გაერტყა ბურთი. ამ უზუსტობამ, როგორც ჩანს, კერბერზე ცუდად იმოქმედა. ანჟელიკმა მეორე ბრეიკ-პოინტიც ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ზედიზედ ორი გეიმი დათმო, რითაც მაკაროვას ზედიზედ მეორედ მისცა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გასვლის საშუალება.

დღის დეჟავიუ

ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მარია შარაპოვა და ეკატერინა მაკაროვა მეოთხედფინალში გავიდნენ. ისევ მაკაროვამ მერვედფინალში გზიდან ჩამოიცილა საკმაოდ სახელოვანი და ძალიან სახიფათო მეტოქე, ამჯერად, ანჟელიკ კერბერი. ასევე საინტერესოა, რომ შარშანდელ პირველობაზე კერბერი შარაპოვასგან დაზარალდა, რომელმაც, ამჯერად, კირსტენ ფლიპკენსი გაანადგურა. ამ ერთგვარი ჯაჭვის შეფასებისას, აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ მაკაროვა და შარაპოვა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ასე რომ, მინიმუმ ერთი წარმომადგენელი რუსეთს ნახევარფინალში გარანტირებულად ეყოლება.

დღის რეკორდი

მარია შარაპოვა აგრძელებს თავისი სახელის ჩაწერას ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში. მეოთხედფინალამდე რუსმა მხოლოდ ხუთი გეიმი წააგო. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 1988 წლის შემდეგ, როცა ავსტრალიის ღიას ბადე 128 მონაწილემდე გაიზარდა.

დღის სერიის გაგრძელება

და კვლავ, აგნიეშკა რადვანსკამ აჩვენა თამაშის დონე, რომლის წინააღმდეგაც ანა ივანოვიჩის მონდომება, ბრწყინვალე დარტყმები და კორტის ერთი კუთხიდან მეორეში სირბილი ამაო აღმოჩნდა.

პოლონელი აგრძელებს სეზონში თავის ბრწყინვალე სვლას. მისი მოგებათა სერია 13 მატჩამდე ავიდა, ამასთან, აგნიეშკას არც ერთი სეტი არ წაუგია.

1/8 ფინალი

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15) 1:6, 7:5, 6:4, 6:7(5), 12:10; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:3, 6:2, 7:6(13); დავიდ ფერერი (ესპ, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 16) 6:2, 6:1, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:2, 5:1 უარი.

ქალები

1/8 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 6)-ჯულია გორგესი (გერ, 18) 7:6(6), 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ, 13) 6:2, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 19)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 5) 7:5, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: ერთი ვარსკვლავით ნაკლები

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის