20 იანვარს საბოლოოდ გადაწყდა ცირეკიძის საკითხი და შეიძლება ითქვას, მის ირგვლივ არსებული გაურკვევლობაც დასრულდა
20 იანვარს საბოლოოდ გადაწყდა ირაკლი ცირეკიძის საკითხი და შეიძლება ითქვას, მის ირგვლივ არსებული გაურკვევლობაც დასრულდა - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ძიუდოს ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მისი დამხმარეებიც გვამცნო - ვაჟა ბალხამიშვილი და გიორგი რევაზიშვილი, რომელიც აქამდეც ამ გუნდში მუშაობდა.

თავის დროზე, როცა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ცირეკიძე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას ჩამოაცილა და მის ნაცვლად პოსტი ირაკლი უზნაძეს ჩააბარა, გვითხრა, რომ ცირეკიძეს ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელობას სთავაზობდა და მხოლოდ მის თანხმობას ელოდა, თუმცა კულუარული ხმებით, ეს ამბავი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო.

ჭაბუკთა ნაკრებს აქამდე მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გიორგი თენაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან ქალთა გუნდს მიხედავს, ცირეკიძეს კი ფრიად დატვირთული სეზონი ელოდება წინ - 21-23 ივნისს ტალინში ევროპის პირველობა ტარდება, 13-29 ივლისს ჰოლანდიურ უტრეხტში ევროპის ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალი იმართება, 8-11 აგვისტოს კი მაიამიში მსოფლიოს პირველობაა.

ასეთი შემჭიდროებული გრაფიკი მას რამდენიმე შემადგენლობის მომზადებას აიძულებს, რადგან ვეჭვობთ, გუნდში ახლა ბექა ღვინიაშვილის დარი ტალანტი ჰყავდეს, რომელმაც 2011 წელს არათუ უბრალოდ იასპარეზა სამივე შეჯიბრებაში, არამედ სამივეგან გაიმარჯვა.

აქ ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 2-2 კაცის გამოყვანა ისედაც შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ წონაში მესამე ლიდერის ძებნაც შეიძლება დასჭირდეს.

იმედია, ცირეკიძე ამ დავალებას წარმატებით გაართმევს თავს, მით უფრო, სამწვრთნელო შტაბში ბავშვებთან მუშაობაში ფრიად გამოცდილი მწვრთნელები შედიან - რევაზიშვილი და განსაკუთრებით - ბალხამიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

da
დააფასეთ ხალხი ვინაც ეს ბიჩები გაზარდა,ამათ კი ჯერ დაამტკიცონ რომ ისეთIვე გირსეულები არიან მწვრთნელად როგორც სპორცმენია და მერე ჩააბარეთ ნაკრები.
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია