22 იანვარს, გამთენიისას, ქართველი ტყვიის მსროლელები მიუნხენში მიფრინავენ
22 იანვარს, გამთენიისას, ქართველი ტყვიის მსროლელები მიუნხენში მიფრინავენ, სადაც 24-26 იანვარს ტრადიციულ დიდ საერთაშორისო ტურნირში ისვრიან.

მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძეს იქ 6 სპორტსმენი მიჰყავს: მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, ვლადისლავ მაიოროვი, ლიზი კილაძე, მარიამ ბლუაშვილი და მარიამ მაღრაძე.

ამათგან სალუქვაძე და ქადაგიძე უფროსებში გამოდიან, დანარჩენები კი ახალგაზრდებში იასპარეზებენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მაიოროვისა და მაღრაძისთვის ეს სადებიუტო შეჯიბრება იქნება, ბლუაშვილსა და კილაძეს კი ამ მხრივ მცირე გამოცდილება მაინც გააჩნიათ. დებიუტანტთაგან მაიოროვი შარშან ერთ შეკრებაზე მაინცაა ნამყოფი - ერევანში; მაღრაძისთვის კი ესეც უცხოა.

მიუნხენური შეჯიბრება სროლის სამყაროში აღიარებული და ფრიად ავტორიტეტული ტურნირია. ის პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპია და ამიტომ მხოლოდ 10-მეტრიან დისტანციაზე ტარდება, თუმცა სპორტსმენებმა სათანადო და სრულყოფილი პრაქტიკა რომ მიიღონ, ორ სტარტად იმართება.

სეზონის დასაწყისი და ხელსაყრელი კალენდარი მას არაევროპელებისთვისაც კი მიმზიდველს ხდის, მით უფრო, მათ ევროპელებთან გაჯიბრების, ანუ კარგი სპარინგის შანსი ეძლევათ და ამიტომ გერმანიაში მუდამ ძლიერი შეჯიბრება იმართება. იმედია, გამონაკლისი არც წლევანდელი ტურნირი იქნება.

ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, ამ შეჯიბრებით იწყებს ხოლმე ახალ სეზონს, თუმცა მათ გუნდი ბოლო წლებში თუ ეთქმით, როცა რამდენიმე მსროლელის გაგზავნას ახერხებენ, თორემ ადრე, წლების განმავლობაში, მხოლოდ ნინო სალუქვაძე დადიოდა და ისიც დიდი გაჭირვებით, ლამის ყოველთვის ნისიად ან ნასესხები ფულით.

იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემები წლეულსაც შეექმნათ - შეპირებული თანხა წინა კვირაში რატომღაც არ გადმოირიცხა და ახლა მთელი იმედები დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული.

ვფიქრობთ, საჭირო ფული ნამდვილად გამოიძებნება და ჩვენებს დაჯავშნული ბილეთების გაუქმება არ მოუწევთ. შესაბამისად, მიუნხენშიც დროულად გაფრინდებიან.

შეჯიბრება 24 იანვარს იწყება, როცა სალუქვაძე და ახალგაზრდები - გოგოებიც და ბიჭებიც ისვრიან. 25-ში კვლავაც ახალგაზრდები და მათთან ერთად ქადაგიძე იასპარეზებენ.

26-ში, შეჯიბრების დასკვნით დღეს, ახალგაზრდები ისვენებენ და მხოლოდ უფროსები დადგებიან ცეცხლის ხაზზე. ვიმედოვნებთ, ჩვენს მსროლელებს, განსაკუთრებით კი - უმცროსებს, იქ ასპარეზობა დიდად წაადგებათ.

ადრე ჩვენები ამ ტურნირის წინ ან მის შემდეგ გერმანიაშივე გადიოდნენ შეკრებას, თუმცა ბოლო წლებში ხელსაყრელი ვარიანტის გამო ეს გეგმა შეცვალეს და ჩრდილოეთის ნაცვლად, ერევანში დადიან სავარჯიშოდ.

იქ საპრეზიდენტო ფონდით აგებული სუპერთანამედროვე ბაზაა და რაც მთავარია, მზადება ბევრად უფრო იაფი ჯდება.

ეს ჩვენს ფედერაციას გაცილებით დიდი გუნდის გაგზავნის საშუალებას აძლევს, რაც გერმანიაში ფინანსური პრობლემების გამო არ ხერხდებოდა.

გვეგონა, სომხეთში წლეულსაც გაფართოებული შემადგენლობით წავიდოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე ზემდგომთ უარი განაცხადეს და ერევანში 7 თებერვალს კვლავაც გერმანიამოვლილი ექვსეულით გაემგზავრებიან.

ჩვენი ნაკრებისთვის ეს შეკრება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი იქნება. კონტინენტის პირველობას 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით დანიური ოდენსე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია იქ წამსვლელთა ვინაობაც - სალუქვაძე, ქადაგიძე, კილაძე და მაიოროვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად