საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების მიახლოებითი ჯამური ფასი 41, 95 მილიონი ევროა, ხოლო საშუალოდ ჩვენი მოთამაშეების ღირებულება - 137 993 ევრო
ამას წინათ ვწერდით, რომ ბოლნისის "სიონის" ბიუჯეტი 2013 წელს 1,3 მილიონი ლარი იქნებოდა - ეს ინფორმაცია კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მოგვაწოდა.

ვერ ვიტყვით, რომ ზღაპრული თანხაა, მაგრამ საშუალო ქართული კლუბისთვის ნორმალური ბიუჯეტია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ბევრად მდიდარი მხოლოდ რამდენიმე კლუბია.

ლიდერი უდავოდ თბილისის "დინამოა". კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ შარშან გამართულ პრესკონფერენციაზე ბრძანა, რომ "დინამოს" წლიურად 5 მილიონ დოლარს ახარჯავს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უკან არც მეტზე დავიხევო.

ფაქტია, რომ გუნდს სტაბილურად აფინანსებს და დღემდე შეფერხებაზეც არაფერი გვსმენია. გარდა ამისა, ფიფიამ იჯარით აღებული ეროვნული სტადიონისა და დიღმის ბაზის გარემონტებაზე ბევრად მეტი ფულიც გაიღო.

ერთი ხანობა გორის "დილა" თავის მოთამაშეებს "დინამოზე" მეტ ხელფასსაც უხდიდა. ამტკიცებენ, ფეხბურთელთა მინიმალური ხელფასი 2500 ლარს შეადგენდა, მაქსიმალური 20 ათასსაც აღწევდა, კლუბის ბიუჯეტი კი - 10 მილიონი იყოო.

თუმცა ეს ინფორმაციები სახელმწიფო საიდუმლოებასავით იყო და ზუსტი ციფრების დასახელება შეუძლებელია. ასევე უცნობია, წლეულს კლუბის დასაფინანსებლად გორის მუნიციპალიტეტმა რა თანხა გამოყო. არადა, ეს სახელმწიფო სახსრებია და ახლა მაინც უნდა გასაჯაროვდეს.

მდიდარი კლუბების სამეულშია საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი", რომელიც, ამ პარამეტრებით, ბოლო წლების უდავო ლიდერი იყო.

კლუბი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ გასაოცარი სწორედ ისაა, რომ ამ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ბიუჯეტს არასოდეს მალავდა - "ზესტაფონს" წლიურად დაახლოებით 2 მილიონ დოლარს (პლუს-მინუს) ახარჯავს; გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების არანაკლებ ინვესტირებასაც ახდენს.

ბიუჯეტს ასევე არ მალავენ ქუთაისის "ტორპედოშიც", სადაც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეც კი იყო განცხადება, რომ ყოველწლიურად მეპატრონე, კომპანია "ვისოლი" გუნდის საჭიროებისთვის 2.5 მილიონ ლარს გამოჰყოფდა. თუმცა "ტორპედოს" მეპატრონის, ლევან ფხაკაძის თქმით, ბიუჯეტი ბევრად მეტია - დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.

"მილიონერთა კლუბის" წევრია რუსთავის "მეტალურგი", რომლის ბიუჯეტიც შარშან 3 მილიონი ლარი იყო. ახლა 2013 წლის ბიუჯეტს ადგენენ და დაფინანსების ოდენობა ჯერ ვერ დავაზუსტეთ.

ლიდერებშია საჩხერის "ჩიხურაც". მისი წლიური გასავალიც დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ კლუბს არ ხმარდება, გათვალისწინებულია საფეხბურთო სკოლაზე, მთავარ და ასაკობრივ გუნდებზე.

1,6-მილიონიანი ბიუჯეტით "საშუალო შეძლების" პოზიციას იკავებს ბათუმის "დინამო", ისევე, როგორც "სიონი", რომელზეც უკვე მოგახსენეთ.

მილიონამდე მერყეობს "ვიტ ჯორჯიას", მარტვილის "მერანისა" და "ზუგდიდის" ბიუჯეტები.

ყველაზე ღარიბი კი ფოთის "კოლხეთია". კლუბი წლეულს 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს, მაგრამ ძნელი სათქმელია, მაისში, როდესაც ჩემპიონატი დასრულდება, ექნებათ თუ არა გუნდში საზეიმო ხასიათი.

საქმე ისაა, რომ 2013 წლისთვის ფოთის მუნიციპალიტეტმა "კოლხეთს" მხოლოდ 300 ათასი ლარი გამოუყო. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ ძნელი სათქმელია, კლუბს სეზონის დასრულებამდე ეყოფა თუ არა. ხოლო მთელი წლისთვის რომ 300 ათასი აშკარად არასაკმარისია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლები სწორედ ფოთშია, მაგრამ ქალაქს ბევრი არაფერი რჩება და ამიტომაცაა, ბოლო წლებში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქის კლუბი უმაღლეს ლიგაში "უღარიბესთა ცხრილის" ბოლოში რომ ხვდება. ყოველივე კი საწყენია, რადგან "კოლხეთი" და, საერთოდ, ფოთის ფეხბურთი ბევრად მეტს იმსახურებენ.

თემას გუნდების ჯამური ფასებით განვაგრძობთ. მეორე წრის დაწყებამდე უმაღლესი ლიგის გუნდებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კლუბების ჯამურ ფასებზე უშუალოდ აისახა.

გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ამ დროისთვის ფეხბურთელების ჯამური ღირებულებით პირველ ადგილზე თბილისის "დინამო" დაწინაურდა (9 525 000 ევრო), მეორე-მესამე ადგილებზე კი "ზესტაფონი" (5 200 000 ევრო) და გორის "დილა" (5 100 000 ევრო) არიან.

ეს უკანასკნელი დეკემბრის დასაწყისში პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ზამთარში ლიდერების წასვლამ ნომინაციაში მნიშვნელოვნად აზარალა. გორის "დილამ" დაიმატა ზურაბ მამალაძე, ლექსო კვახაძე, ბექა გოცირიძე და ირაკლი მაისურაძე. გუნდს დაუბრუნდა ლაშა თოთაძეც.

მაგრამ ამ ცვლილებებიდან "ტრანსფერმარკტმა" ოფიციალურად ჯერ მხოლოდ "მეტალურგის" ნახევარმცველის, მაისურაძის ტრანსფერი დააფიქსირა. გუნდიდან რომან ახალკაცის, ლაშა სალუქვაძის, გოჩა ხოჯავას, გიორგი ონიანისა და გოგიტა გოგუას წასვლა კი "დილასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისი აღმოჩნდა.

მარტის დასაწყისამდე გუნდებში წამსვლელ-მომსვლელთა სრული სია გვეცოდინება. ცხადია, კიდევ ბევრი სიახლეა მოსალოდნელი და იმ დროისთვის ცვლილებები ქვემოთ მოყვანილ ცხრილსაც შეეხება.

ამავე ცხრილიდან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავარკვიეთ: საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების მიახლოებითი ჯამური ფასი 41, 95 მილიონი ევროა, ხოლო საშუალოდ ჩვენი მოთამაშეების ღირებულება - 137 993 ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
სად იყო ამხელა ხეფასი?
ikakli
დილა მაინც მაგარი იცნება იმიტო რო გორელისვილი აბურჯანია და ლეონარდო გუნდსჰი არიან
dato
ქართველმა მილიონერებმა სჯობია ქართულ ფეხბურთს ფული ჩადონ,მაგით სამშობლოს დიდ საქმეს გაუკეთებენ.
fexburti
დავეხმარები ავტორს, ხელფასის თაობაზე. ხელფასო იწყებოდა 2000 ლ.-დან უმაღლესი იყო 36000.
dito
ფიფია რასაც აკეთებს მადლობა მაგრამ , დინამოს ხუთ მილიონიანი ბიუჯეტით ვერ დაიბრუნებს ბატონო ჩემო დინამო ძველ დიდებას, როგორც მოსვლისას შეგვპირდით. და არ გვინდა ეს უგუნდო ფეხბურთელები დინამოში სიჯებზე. ხომ შეიძლება ვიყიდოთ ვინმე?
gladiatori
მართალი ხარ გუჯა.
guja_kakhadze
რა თანხაც იხარჯება კლუბზე, შედეგიც შესაბამისი მიიღება!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე