თურქეთის ჩემპიონატი განახლდა და მყის სასიამოვნო ამბავიც მოხდა - შოთას გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" ლომთა ლომი, "გალათასარაი" დაამარცხა - 2:1

ფოტოზე: ფათიჰ თერიმი (მარცხნივ) და შოთა არველაძე მატჩის შემდეგ

თურქეთის ჩემპიონატი განახლდა და მყის სასიამოვნო ამბავიც მოხდა - შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" ლომთა ლომი, "გალათასარაი" დაამარცხა - 2:1.

ფათიჰ თერიმის "გალათასარაი" ამ წაგების მიუხედავადაც გათამაშების ცხრილს ლიდერობს, "ქასიმფაშამ" კი მე-6 ადგილზე აინაცვლა და თუ ოთხეულში მოხვდება, ევროსაგზურსაც მოინაგრებს.

"გალათასარაისთან" მოგება ნებისმიერი თურქული გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

შოთას "ქასიმფაშა" ამ სეზონში ურიგოდ როდი თამაშობს, მაგრამ სტაბილურობა აკლია. ვნახოთ, იქნებ "გალათასარაისთან" გამარჯვების შემდეგ ჩვენებურის გუნდი მოწინავეთა მარაქაშიც გაერიოს.

შოთას დავუკავშირდით სტამბულში და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- რას გვეტყოდი "გალათასარაისთან" მატჩზე, მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგის დამარცხება?

- თამაშის ორგანიზება - ამ კომპონენტში ყველაფერი რიგზე გვქონდა, სწორად დავგეგმეთ ყველაფერი და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ამ შეხვედრაში პირველი გოლი "გალათასარაიმ" გაიტანა, მაგრამ არ დავიბენით, გაშვებულმა გოლმა ჩვენს გუნდში არეულობა არ შემოიტანა და გამარჯვებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა.

- "გალათასარაის" დამრიგებელმა ფათიჰ თერიმმა რა განაცხადა მატჩის შემდეგ?

- მისი კომენტარისთვის არ მომისმენია, თამაშის შემდეგ ჩემთან მოვიდა და გამარჯვება მომილოცა.

- "გალათასარაისთან" გამარჯვებამ, ალბათ, თავდაჯერებულობა შეგმატა. კიდევ რითი იყო მნიშვნელოვანი შენთვის ეს მატჩი?

- ზოგადად, "გალათასარაისთან" გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, თავდაჯერებულობა კი, ვფიქრობ, არ მაკლია.

- თურქეთში "გალათასარაის" "ქასიმფაშასთან" წაგება სენსაციად მონათლეს?

- შეიძლება ითქვას, რომ არა, თუმცა ამ შეხვედრაში ფავორიტი, რა თქმა უნდა, "გალათასარაი" იყო.

- შენ როგორ ფიქრობ, იყო ეს სენსაცია?

- მიმაჩნია, რომ ასეთ დონეზე სენსაცია არ არსებობს. აი, "ბარსელონასთვის" რომ მოგვეგო, კი ბატონო...

- სეზონის პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ "ქასიმფაშას" გაძლიერება ძალიან სჭირდებოდა. რამდენად იაქტიურეთ სატრანსფერო ფრონტზე?

- ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატეთ - ბოსნიელი სენიად იბრიჩიჩი "გაზიანთეფიდან". ალბათ, კიდევ ორ ფეხბურთელს ავიყვანთ ამ სატრანსფერო პერიოდში.

- ქართველი "ქასიმფაშაში" - ამ სატრანსფერო ფანჯარაში ეს, ალბათ, არ მოხდება. სეზონის დასრულების შემდეგ კი რამდენად რეალურია ეს?

- ქართველის დამატებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

- ევროპალიგაზე მოხვედრა რამდენად რეალურია "ქასიმფაშასთვის"? საამისო რესურსს ხედავ გუნდში?

- ევროპალიგაზე გასვლა გაგვიჭირდება, თუმცა ვნახოთ, ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დონეზე სენსაცია არ არსებობს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლომების მომთვინიერებელი - შოთა არველაძემ "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]

ამ საქმეში რისკი ჭრის! - შოთა არველაძის სამწვრთნელო ფილოსოფია

შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს

iura
კაისერი ხომ ასახელა და ეხლა კასიმფაშასაც ასახელებს.არც ფეხბურთელი იყო დიდი ხვითო და არც მწვრთნელი იქნება.
123
შოთას აქვს ძალა და გამოცდილელაბა რომ გუნდი გაიყვანოს მწვერვალებისაკენ, და იგი გააკეთერბს ყველაფერს ამისათვის, საქართველოში მას არაფერი გამოუვიდოდა, აი თურქეთი კი იგი თავის ამპლუაშია, როგორც თევზი წყალში, გაიხარე შოთა.
nukri
წარმატებები შოთა..აბა შენ იცი,ღმერთი შენსკენ
irakli cecxladze
რაც ამისულაშვილმა შოთას გაუკეთA იმის მერე ქართველს როგორ დაიმატებს :(:(:( მის ირგვლივ აწყობდა გუნდს და ზამთარში ალეკო ადგა და წავიდა
zako
guja_kakhadze, სრულიად გეტანხმები
guja_kakhadze
ქართველი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე რომ არ ფიქრობს ალბათ მართლა ძალიან "ცუდ" მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად