საჩხერული გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე აცხადებს, მხოლოდ ქართველებზე ვართ ორიენტირებულნიო
გახსოვთ რუსთავის "მეტალურგის" ("ოლიმპის") ბრაზილიელი ლეგიონერები ფრაგა და აკინო? გავრცელდა ხმები, თითქოს ეს ორი მოთამაშე კვლავაც საქართველოში ბრუნდება და გვიმტკიცებდნენ, რომ მათი კანდიდატურები საჩხერის "ჩიხურას" შესთავაზეს.

2009 წელს ბრაზილიის უმაღლესი ლიგის "ატლეტიკო პარანაენსედან" რუსთავში ექვსი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს: მცველი ალექს ფრაგა, ნახევარმცველები ჯერონიმო ოლივეირა, ანდერსონ აკინო, ფორვარდები გილერმე ესტევაო ჩოკო, ჟონატას კარდოზო და ედი სალესი.

საბოლოოდ პირველივე წრეშივე გაუშვეს ჯერონიმო, სალესი, ჩოკო და ჟონატასი. სამაგიეროდ, "ოლიმპის" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს აკინომ და ფრაგამ.

აკინო 26 გოლით (31 მატჩში) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ფრაგა კი იმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველად აღიარეს. თუმცა, 2010 წლის ზაფხულში "ოლიმპი" მათაც დატოვეს, რადგან რუსთაველებმა იჯარაში ბრაზილიელების მოთხოვნილი თანხა იძვირეს.

აკინომ კარიერა სამშობლოში გააგრძელა: 2010 წელს "პარანაში" ჩაირიცხა და 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა; 2011 წელს კი ბრაზილიის უმაღლესი ლიგის "კურიტიბას" მოთამაშე გახდა, სადაც 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. აკინო დღემდე ამ კლუბის მოთამაშეა.

რაც შეეხება ფრაგას, ეს ჩინებული მცველი, "დარდიმანდ" თანამემამულეთა ფონზე, კეთილსინდისიერებით აშკარად გამოირჩეოდა, თუმცა აქედან წასული სად თამაშობდა, ჩვენთვის უცნობია.

ინფორმაცია "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძესთან გადავამოწმეთ. ფრუიძემ ბრაზილიელთა დამატების ფაქტი უარყო და აგვიხსნა, რომ ეს კლუბის საკადრო პოლიტიკით არის განპირობებული, ჩვენ მხოლოდ ქართველებზე ვართ ორიენტირებულნიო.

მაგრამ თუ კლუბი წარმატებებს მიაღწევს, შესაძლოა, "ჩიხურას" ორიენტირები შეიცვალოს და კლუბმა უცხოელებიც დაიმატოს. საამისოდ კი საჩხერელებს ევროპის ლიგის საგზური ესაჭიროებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
აქედან ჩოკო თამაშობს ყველაზე მაგრა, აკინო ხო მაგარი იყო ფრაგაც კაი მცველი იყო ჯერონიმოს არაუშავდა და ის თავდამსხმელები არ ვარგოდნენ არაფრად!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად