მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების რომაულ მატჩში თამაშით
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების თამაშით "რომას" წინააღმდეგ.
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერი" დედაქალაქს სტუმრობდა. ფრანჩესკო ტოტის გარჯის წყალობით, "რომამ" ანგარიშში წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს როდრიო პალასიომ წონასწორობა აღადგინა.
39 ქულით "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს, ლიდერ "იუვენტუსს" კი უკვე 9 ქულით ჩამორჩება.
რომა - ინტერი 1:1
"საკუთარ კედლებში "რომა" ყოველთვის საშიში მეტოქეა. განსაკუთრებით კი, მაღალი კლასის მოთამაშეებითა და გამოცდილი მწვრთნელის ხელში.
მასპინძლებმა საკმაოდ მძლავრად დაიწყეს თამაში და პირველ 20 წუთში მაგარ წნეხში მოგვაქციეს. თუმცა შესვენების შემდეგ ჩემი გუნდის თამაში მომეწონა და ამრიგად, ფრეს სამართლიან შედეგად მივიჩნევ", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football-Italia.
"ინტერის" დამრიგებელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე მოულოდნელი ცვლილება განახორციელა - ნდობა ახალგაზრდა ფორვარდ მარკო ლივაიას გამოუცხადა, გამოცდილი ესტებან კამბიასო კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.
"სათამაშო სქემა ორი ცენტრალური ნახევარმცველით ავირჩიე, რომლებსაც დიდი სამუშაოს შესრულება დაევალებოდათ. ამით მსურდა, "რომას" მრისხანე ნახევარდაცვა გადამეწონა.
კამბიასო "ინტერისთვის" უაღრესად საჭირო მოთამაშეა, მაგრამ ამ მატჩში განსაკუთრებული გეგმა მქონდა.
რაც შეეხება ლივაიას, მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ის ახლოს იყო ულამაზესი გოლის გატანასთანაც, თუმცა ძელს მოარტყა", - თქვა 37 წლის სპეციალისტმა.
სტრამაჩონი "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ვესლი სნეიდერის "გალათასარაიში" გადასვლის შესახებ ცნობასაც გამოეხმაურა.
"ეს ძალიან კარგი ამბავია "ინტერისთვისაც" და სნეიდერისთვისაც. მიხარია, რომ ეს საპნის ოპერა დასრულდა", - დასძინა "ინტერის" თავკაცმა.
სერია A-ს მომდევნო ტურში "ინტერი" შინ "ტორინოს" მიიღებს.
ასევე იხილეთ:
სერია A. XXI ტური: "ბებერი ქალბატონი" ისევ გაახალგაზრდავდა [VIDEO]
ვესლი სნეიდერი: რატომ "გალათასარაი"? ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს
ანდრეა სტრამაჩონი: სულ ერთია, ნახევარფინალში ვინ შეგვხვდება
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა