ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ფიქრობს, რომ ხუთი-ექვსი დღის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება
რეზო ბარაბაძემ რამდენიმე დღის წინ "ლელოსთან" საუბრისას გაამხილა, რომ საქართველოში ფორმის აღსადგენად დარჩებოდა. რუსეთის პრემიერლიგის "ანჟიდან" სავიზო პრობლემების გამო წამოსული ბარაბაძე თავდაპირველად მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" ისინჯებოდა, მაგრამ წამოსვლა მოუხდა. როგორც გერმანული მედია იუწყებოდა, "კარლსრუეს" მწვრთნელს ქართველი ფორვარდი მოეწონა, მაგრამ ფიზიკურად მოუმზადებელი მოთამაშის დატოვება ვერ გარისკა, კლუბს ფორმაში მყოფი თავდამსხმელი სჭირდებაო.

რეზო სექტემბერში დანიის "ორჰუსში" ისინჯებოდა, მაგრამ კლუბი მცირე ტკივილების გამო დატოვა. მკურნალობის შემდეგ, ექიმმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში აუკრძალა. ამის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მოედანზე დაბრუნების იმხელა სურვილი აღმოაჩნდა, "ოლიმპში" მისვლა გადაწყვიტა – რუსთაველები კი სწორედ მისთვის არასასურველ ხალიჩაზე ვარჯიშობენ და თამაშობენ.

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჩემპიონის შემადგენლობაში გუშინ მეორედ ივარჯიშა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც 24 ოქტომბერს რუსთავში გაიმართება. ცხადია, ეს ბარაბაძის მომზადებაზე იქნება დამოკიდებული.

გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ რეზოს მცირე კომენტარი ჩამოვართვით.

- რეზო, როგორც შვეიტყვეთ, "ილიმპში" ჩაირიცხე.

- უფრო სწორედ, კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ ამ დღეებში მოვაწერ ხელს.

- "ოლიმპში" რა ხნით დარჩები?

- ჯერ სეზონის ბოლომდე შევთანხმდით, დეკემბრის შემდეგ კი თავიდან დავილაპარაკებთ. თუკი უცხოეთში არ წავედი, საქართველოში სეზონს აქ დავასრულებ. სტაბილური საკლუბო კარიერა ძალიან მჭირდება. მინიმუმ ერთი წლით რომელიმე კლუბში უნდა დავრჩე, რადგან ერთიდან მეორეში ხშირმა მოგზაურობამ ძალიან დაღალა და ეს ჩემს სათამაშო ფორმაზეც აისახა. თუმცა, ხომ იცით, რუსეთიდან ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემებმა სხვა გზა არ დამიტოვა. ერთი თვე ვვარჯიშობდი, ერთი თვე ვიზას ველოდი. შემეძლო ამ პრობლემის მოგვარება რუსეთის პასპორტის აღებით შემეძლო, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვეღარ ვითამაშებდი. საკლუბო კარიერას კი სანაკრებოზე წინ ვერ დავაყენებდი.

- მცირე ხნის წინ გვითხარი, რომ ექიმი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშს არ გირჩევდა – აქედან გამომდინარე, "ოლიმპში" თქვენი მისვლა მოულოდნელი იყო.

- ამაზე ბევრი ვიფიქრე, რეკომენდირებული მართლა არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც რუსთავში თამაში ვამჯობინე. უკვე ამინდებიც აირია, მოედნები არსად ვარგა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბევრი გუნდი ივარჯიშებს. ამ ხალიჩებიდან კი, "ოლიმპის" მოედანი კიდევ ყველას ჯობია. თანაც, გუნდი ჩემპიონია, ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და "ოლიმპში" თამაში ამ ფაქტორებმა გადამაწყვეტინა. მეორე დღეა გუნდთან ერთად ვვარჯიშობს.

- ვარჯიშის დროს, ძველმა ტკივილმა ხომ არ შეგახსენა თავი?

- საბედნიეროდ, ტკივილი არ მიგრძვნია. სხვათაშორის, 17 წლის შემდეგ, ხალიჩაზე არ მივარჯიშია. რუსთავის მოედანი საკმაოდ მომეწონა და შიშიც გამიქრა.

- სათამაშოდ მზად ხარ?

- ნორმალურ მდგომარეობაში ჯერ არ ვარ. სამი კვირა გამიცდა და ბუნებრივია, უვარჯიშებლობამ კვალი დამატყო. თუმცა, ვფიქრობ, ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, სათამაშოდ მზად ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"