ჩისამბა ლუნგუმ და მისმა პარტნიორებმა ეთიოპიას ვერაფერი დააკლეს
აფრიკის თასზე პირველი მატჩი ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ზამბიამ ჩაატარა და პროგნოზების საპირისპიროდ, ეთიოპიის დამარცხება ვერ შეძლო. არადა, მისი მეტოქე, შეხვედრის 35-ე წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლული იყო.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, გოლის გატანის პირველი შანსი ეთიოპიელებს ჰქონდათ, მაგრამ სალადინ საიდმა პენალტი ვერ გამოიყენა (25-ე წუთზე). ამ მომენტიდან ზუსტად 10 წუთში შეხვედრის არბიტრმა ეთიოპიელთა მეკარე ჯემალ ტასევი გააძევა და აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი მოედანზე 10 კაცით დატოვა.

აფრიკის ჩემპიონმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლო – გოლი “ორლანდო პაირეტსის” ფორვარდმა კოლინს მბესუმამ გაიტანა.

შეხვედრის მეორე ტაიმში ეთიოპიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გოლამდე და გოლის შემდეგაც უპირატესობას ზამბიელები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერაფრით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ზამბიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ადამიანმა, ვინც ამ გუნდს შარშან აფრიკის თასი მოაგებინა, ერვე რენარმა, ძირითად შემადგენლობაში არც ჯეიკობ მულენგა დააყენა და არც ემანუელ მაიუკა – ორი ყველაზე ცნობილი ზამბიელი ფორვარდი.

როგორც ჩანს, მწვრთნელს ეთიოპია იოლად წასაქცევი მეტოქე ეგონა, რის გამოც დაისაჯა კიდეც.

აქვე ვთქვათ, რომ ძირითადში იყო ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. ჯგუფური ეტაპი.

C ჯგუფი

ზამბია-ეთიოპია 1:1

გოლები: 1:0 მბესუმა (45), 1:1 ადანე გირმა (65).

გაძევება: ტასევი (35. ეთიოპია).

გამოუყენებელი პენალტი: ს. საიდი (25. ეთიოპია)

ნიგერია-ბურკინა ფასო 1:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აფრიკაში ჯერჯერობით მშვიდობაა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"