დუშან უჰრინმა ანტალიაში რობერტინიო, ირაკლი ლექვთაძე, კოკა სეფიაშვილი და ლაშა პარუნაშვილი არ წაიყვანა
21 იანვარს თბილისი-სტამბულის რეისით თურქეთში თბილისის "დინამო" გაემგზავრა. თბილისელები სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს ანტალიაში განაგრძობენ. გუნდი სასტუმრო "ბლუ ვოტერსში" დაბინავდა.

თბილისიდან დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი;

მცველები: გიორგი სეთურიძე, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, დარკო გლიშიჩი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ძარია, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, ნიკა დიასამიძე, გიორგი პაპავა, ლაშა შინდაგორიძე, კარლეს კოტო, მიკელ ალვარო;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "დინამოს" თურქულ შეკრებაზე შეუერთდება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩისკო.

"დინამო" მოსამზადებელ ეტაპზე პირველ საკონტროლო მატჩს 23 იანვარს, ყაზახეთის ჩემპიონთან, ყარაგანდის "შახტიორთან" გამართავს.

შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. მაგალითად, "დინამო-2"-იდან დაიმატეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლევან ტყეშელაშვილი. გიორგი შაშიაშვილისა და დიმიტრი ტატანაშვილის დამატება კი არახალია.

დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ანტალიაში არ გაემგზავრნენ მეკარე კოკა სეფიაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი, აგრეთვე გარემარბები: რობერტინიო და ირაკლი ლექვთაძე.

შევიტყვეთ, რომ სეფიაშვილს უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში იჯარით გაუშვებენ. ყველაზე მეტად კი საჩხერის "ჩიხურა" აქტიურობს.

იგივე მიზეზით რჩება თბილისში ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი პარუნაშვილი. ამ შემთხვევაში, კლუბის პოზიცია გამართლებულია, მოთამაშეს ძირითადში ჯერ ვერ ათამაშებენ, მაგრამ სათადარიგოებში მისი დასმა და უქმად ყოფნა არ სურთ და ასევე იჯარით გაშვებას უპირებენ - ჩვენი ინფორმაციით, 19 წლის დინამოელს რუსთავის "მეტალურგი" და ბათუმის "დინამო" იწვევენ.

შეკრებაზე არც ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი მიდის, რომელიც უკვე გუნდის ვებგვერდზე ოფიციალურ განაცხადშიც აღარ ფიგურირებს.

როგორც შევიტყვეთ, უთამაშებლობის გამო ესტონელ თავდამსხმელს კონტრაქტის გაწყვეტა და "დინამოდან" წასვლა თავად სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად