გია გურულის გუნდს გიორგი ტყეშელაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე და კობა შალამბერიძე შეემატნენ
არგავარდნისთვის მებრძოლ ბათუმის "დინამოში" ცვლილებებია. ადრე გაუწყეთ, რომ ბათუმელებმა ორი ფეხბურთელი დაიმატეს: 30 წლის მცველი გიგა ჟვანია მარტვილის "მერანიდან" და 23 წლის მცველი ჯემალ გაბუნია ფოთის "კოლხეთიდან".

ახალწვეულებს კიდევ სამი ფეხბურთელი დაემატა: 27 წლის მცველი გიორგი ტყეშელაშვილი ფოთის "კოლხეთიდან", 31 წლის შუახაზელი ალექსანდრე კოშკაძე "ზუგდიდიდან" და 28 წლის ნახევარმცველი კობა შალამბერიძე, რომელიც ბოლოს პოლონურ "ფლოტაში" თამაშობდა.

იყო დრო, კოშკაძე "დინამო თბილისის" ერთ-ერთი ლიდერი რომ გახლდათ. ცაციათი ძლიერი დარტყმა აქვს, ტექნიკა არ დაეწუნება, გამოცდილება ხომ თავისთავად მისი პლუსია და ვფიქრობთ, მისი სახით გია გურულის გაწვრთნილმა გუნდმა კარგი შევსება მიიღო.

რაც შეეხება კობა შალამბერიძეს, მას თამაშის გამწვავება რიგიანად შეუძლია და ვნახოთ, როგორ გააძლიერებს ბათუმის "დინამოს".

გიორგი ტყეშელაშვილი ფოთის "კოლხეთამდე" "გაგრას" დაცვის ბურჯი იყო და ვფიქრობთ, აჭარულ გუნდშიც ნორმალურად წარმოაჩენს თავს.

მოსულებზე ვთქვით და ახლა წამსვლელებზეც მოგახსენებთ. გუნდი დატოვეს 24 წლის მცველმა ნიკა ხუხიამ, 23 წლის ნახევარმცველმა ერეკლე კილაძემ, 21 წლის ნახევარმცველმა პაატა ბალაძემ, 22 წლის ნახევარმცველმა დავით კაკულიამ, 23 წლის შუახაზელმა დათა სიჭინავამ, 28 წლის თავდამსხმელმა ირაკლი ცნობილაძემ, 25 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ოლექსანდრ ტიმჩიშინმა, 20 წლის კოტდივუარელმა ფორვარდმა ტიერი კლოვისმა.

ადრე ისიც გაცნობეთ, რომ გურულის გუნდიდან "დინამო თბილისში" გადავიდა 18 წლის შემტევი ნიკა დიასამიძე და კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად, დედაქალაქურ "დინამოს" ბათუმურ გუნდში ორი ფეხბურთელი უნდა გაეშვა განათხოვრებით. ლაპარაკი იყო 21 წლის ირაკლი ლექვთაძეზე. თუმცა შევიტყვეთ, რომ ეს ნახევარმცველი ბოლნისის "სიონში" მიდის.

ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამო" ჯერაც მოლოდინშია, თუ რომელ ფეხბურთელებს გაუშვებს მასთან დუშან უჰრინის "დინამო".

ამ დროისათვის ბათუმის "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერი დარჩა - 27 წლის უკრაინელი მეკარე ივან პიცანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს