უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ცხინვალის "სპარტაკი". პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეს-ატაშე მიხეილ აბაიშვილმა გვაცნობა, რომ ცხინვალელთა კლუბის ხელმძღვანელობას გორში დაბრუნება და ძველებურად, "ქართლის" სტადიონზე თამაში სურს...

უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ცხინვალის "სპარტაკი". პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეს-ატაშე მიხეილ აბაიშვილმა გვაცნობა, რომ ცხინვალელთა კლუბის ხელმძღვანელობას გორში დაბრუნება და ძველებურად, "ქართლის" სტადიონზე თამაში სურს.

"წლევანდელ სეზონში, ცხინვალელთა საშინაო არენა მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი იყო და პირველი წრის ყველა საშინაო მატჩი იქ გამართეს. თუმცა, როგორც გვითხრეს, ფინანსური პრობლემებისა და საარენდო დავალიანების გამო, "მიხეილ მესხზე" თამაშს ვეღარ გააგრძელებენ და გვთხოვეს, სულ მცირე, პირველი ეტაპის ბოლომდე მოწინააღმდეგეების გორში "ქართლის" "ქართლზე" მიღების უფლება დავრთოთ. ამის თაობაზე გუნდის ხელმძღვანელობამ პროფესიული ფეხბურთის ლიგას ოფიციალური წერილით აცნობა და. თუმცა, სტადიონს ლიცენზია არ გააჩნია და ამის გამო ლიგა საკითხს განიხილავს", - გვითხრა აბაიშვილმა.

"ქართლის" სტადიონს ლიცენზია რომ არ გააჩნია, ეს ფეხბურთის ფედერაცის ლიცენზირების განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ გვითხრა: "ლიცენზირების კომიტეტი იძლევა დასკვნას სტადიონის მდგოამრეობის შესახებ, რაც "ქართლის" შემთხვევაში წინა სეზონის შემდეგ ცალსახად უარყოფითი იყო - ესაა შემოღობილი მოედანი და არა სტადიონი. ის ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. უბრალოდ, ლიცენზირებსი კომიტეტსი შეფასება საბოლოო ვერდიქტს არ ნიშნავს და შეჯიბრების ჩამტარებელი წყვეტს, ასეთ სარბიელზე მისცეს თუ არა გუნდს ჩემპიონატის მატჩის გამართვის უფლება. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ უეფაში მზადდება გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მალე სტადიონისა და ზოგადად საკლუბო ლიცენზირება გადაიკვეთება და საბოლოო მონახემებში აისახება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს