საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფისთვის ბრძოლას შვიდი "ქართული გუნდი" განაგრძობს
ფოტოზე: ბურთით სიმონ მაისურაძე

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-13 ტურის შეხვედრების ნაწილი დიდთოვლობის გამო გადაიდო. გამართულთაგან კი უმრავლესობაში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.

დღესდღეობით პლეი ოფისთვის ბრძოლას შვიდი "ქართული გუნდი" განაგრძობს.

A ჯგუფი

შალონი-ვიენი 14:3, მაკონი-ბობინი 27:3, მონლუსონი-დიჟონი 15:13, სტრასბური-სენტ ეტიენი (გადაიდო), ლილი-ბურგ ან ბრესი (გადაიდო).

A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ლიდერთა შორის, ვისაც შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს, ჩვენებურთა სამი გუნდია - "მაკონი", "შალონი" და "ვიენი". შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონი" მე-13 ტურში შინ ეთამაშა "ბობინის" და 27:3 მოუგო. შედეგად მაკონელებმა 43 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე არიან.

მელიქიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, კოპალიანს არ უთამაშია.

"მაკონს" 12 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი", რომელმაც შინ დაამარცხა უახლოესი მდევარი, ზერო პეტრიაშვილის "ვიენი" - 14:3. ჯაშიტაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, პეტრიაშვილი მოედანზე ორი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონმა", რომელიც 26 ქულით მე-6 ადგილზეა, შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "დიჟონი" - 15:13. ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, გიგაური თამაშში ერთი წუთით ადრე ჩაერთო.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 49 ქულა, 2. ლილი - 49, 3. მაკონი - 43, 4. შალონი - 31, 5. ვიენი - 27, 6. მონლუსონი - 26, 7. ბობინი - 23, 8. სენტ ეტიენი - 23, 9. დიჟონი - 22, 10. სტრასბური - 1.

XIV ტური

ბურგ ან ბრესი-მაკონი, ბობინი-შალონი, ვიენი-სტრასბური, სენტ ეტიენი-მონლუსონი, დიჟონი-ლილი.

B ჯგუფი

აგდი-ობენა 22:18, ბურგუნი-ვალანსი, ლა სეინი-შატორენარი, ლავორი-ბლანიაკი, რომანი-როდეზი (ყველა გადაიდო)

B ჯგუფში დიდთოვლობის გამო ხუთი მატჩიდან ოთხი გადაიდო. ერთში კი თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენა" სტუმრად დამარცხდა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "აგდისთან" - 18:22.

ურჯუკაშვილმა 59-ე წუთზე ლელო გაიტანა და ერთ წუთში შეცვალეს, გელანტია განაცხადში არ იყო.

ამ ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ირაკლი ნინიძის "რომანს" აქვს, რომელიც 29 ქულით მესამე ადგილზეა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგუენი - 51 ქულა, 2. ვალანსი - 35, 3. რომანი - 29, 4. ლავორი - 28, 5. აგდი - 28, 6. ლა სეინი - 26, 7. ობენა - 26, 8. ბლანიაკი - 25, 9. შატორენარი - 23, 10. როდეზი - 21.

XIV ტური

ბლანიაკი-ბურგუენი, ვალანსი-ლა სეინი, შატორენარი-რომანი, როდეზი-აგდი, ობენა-ლავორი.

C ჯგუფი

მარმანდი-პერიგო 6:16, აგეტმო-ნუარი 23:6, ტიროსი-ლანჟონი 14:0, სენ ჟან დანჟელი-სენ ნაზერი 19:20, ვანი-სენ ჟან დე ლუზი 22:21.

C ჯგუფში ლიდერთა შორის ორი ქართული გუნდია, "სენ ნაზერი" და "პერიგო". ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერი" მე-13 ტურში სტუმრად დაუპირისპირდა "სენ ჯან დანჟელის" და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 20:19.

გუჯარაიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ცხოვრებაშვილს არ უთამაშია. "სენ ნაზერს" ახლა 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სენნაზერელებს ერთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც სტუმრად მოუგო ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდს" - 16:6. მაღალდაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ჩომახაშვილმა შეცვალა, ზიბზიბაძე მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა.

"მარმანდი" ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში 18 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 57 ქულა, 2. სენ ნაზერი - 44, 3. პერიგო - 43, 4. ვანი - 33, 5. სენ ჟან დე ლუზი - 30, 6. ლანჟონი - 29, 7. აგეტმო - 23, 8. სენ ჟან დანჟელი - 19, 9. მარმანდი - 18, 10. ნუარი - 14.

XIV ტური

პერიგო-აგეტმო, ნუარი-ვანი, ლანჟონი-მარმანდი, სენ ნაზერი-ტიროსი, სენ ჟან დე ლუზი-სენ ჟან დანჟელი.

D ჯგუფი

ბაგნერე-ლიმოჟი 19:9, სენ ჟუნიენი-ლურდი 19:8, ნევერი-ოლორონი 35:10, ლანამეზანი-სენ მედარი (გადაიდო), კასტანე-მონტობანი (გადაიდო).

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდმა მოიგო, თუმცა ორივე ისევ სახიფათო ზონაში იმყოფება. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ დაამარცხა "ლურდი" - 19:8.

კვირიკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა). მჭედლიშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს.

"სენ ჟუნიენი" ახლა 22 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. ასევე 22 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძისა და ლადო გუნიავას "ბაგნერე", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ლიმოჟს" სძლია - 19:9.

მალაღურაძე მგეზავის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე გაისარჯა და "მეკოს" მსგავსად, გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

მაისურაძე, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს, არბიტრმა 30-ე წუთზე სინბინში გაუშვა. გუნიავას არ უთამაშია.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონტობანი - 49 ქულა, 2. ნევერი - 48, 3. ოლორონი - 31, 4. კასტანე - 30, 5. ლიმოჟი - 30, 6. ლურდი - 27, 7. ლანამეზანი - 23, 8. ბაგნერე - 22, 9. სენ ჟუნიენი - 22, 10. სენ მედარი - 15.

XIV ტური

ოლორონი-ლანამეზანი, ლიმოჟი-სენ ჟუნიენი, ლურდი-ნევერი, მონტობანი-ბაგნერე, სენ მედარი-კასტანე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"