ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მინდორაშვილი VS აბდუსალამოვი: ისევ ერთმანეთის პირისპირ!

მინდორაშვილი VS აბდუსალამოვი: ისევ ერთმანეთის პირისპირ!

იუსუპ აბდუსალამოვი, რომელიც რევაზმა პეკინის ოლიმპიადის ფინალში დაამარცხა, პოლონეთის ნაკრებში მიიწვიეს

ერთი თვეც არაა, რაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად რევაზ მინდორაშვილი დაინიშნა. ამ დღეებში კი ანალოგიური ცნობა გავრცელდა მისი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მეტოქის, ტაჯიკი იუსუპ აბდუსალამოვის შესახებ, რომელიც პოლონეთის ნაკრებში მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ მინდორაშვილმა ის პეკინის ოლიმპიადის ფინალში დაამარცხა. თუმცა მოგებასაც გააჩნია - ჩვენებურმა მეტოქე ისე მოღალა, დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

პოლონეთის ნაკრებში აბდუსალამოვმა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძის ერთ-ერთი სტრატეგიული მეტოქე, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი მარეკ გარმულევიჩი შეცვალა. პოლონელებს ბოლო წლებში მის ხელში შედეგები არ ჰქონდათ, თუმცა გათავისუფლებისგან აქამდე თუ კიდევ იკავებდნენ თავს, ოლიმპიადაზე წარუმატებელმა გამოსვლამ მოთმინების ფიალა პირთამდე აუვსოთ.

ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, აზიური პირველობის გამარჯვებული აბდუსალამოვი ტაჯიკეთის სახელით კი გამოდის, მაგრამ სინამდვილეში დაღესტნელია, ეროვნებით ავარელი. პოლონელებისთვის ის ნაცნობი კადრია - გარმულევიჩი ხშირად იწვევდა სპარინგებზე, საპასუხოდ კი აბდუსალამოვი მათ ნაკრებს დაღესტანში მასპინძლებთან ერთობლივი შეკრების გავლას უგვარებდა.

პოლონური გაკვეთილი ქართველებისთვის

ავარელის პოლონეთში დანიშვნას სხვა დროს ყურადღებას არც მივაქცევდით, რომ არა მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცედურა, რაც, ვფიქრობ, მაგალითად და გაკვეთილად შეიძლება გამოგვადგეს.

როგორც დაღესტნურ სპორტულ საიტზე გამოქვეყნებული აბდუსალამოვის ინტერვიუდან შევიტყვეთ, მწვრთნელის შესარჩევად თურმე კონკურსი გამოცხადდა, კანდიდატურები კი საგანგებოდ შერჩეულმა კომისიამ გაცხრილა. ძალზე საინტერესოა ამ კომისიის შემადგენლობა - მასში თურმე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, პოლონეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენელიც შედიოდა!

კიდევ ერთი სერიოზული, ქართული რეალობისთვის ფრიად საინტერესო დეტალი - კონკურსში მონაწილე უცხოელი მწვრთნელისთვის სავალდებულო ყოფილა პოლონური ენის ცოდნა!

თავდაპირველად კომისიაში 6 განაცხადი შესულა (მათ შორის - თავად გარმულევიჩისაც). აქედან, აბდუსალამოვის გარდა, კიდევ ორი უცხოელი ყოფილა - ბულგარელი და გერმანელი, მაგრამ ისინი კონკურსს პირველივე ტურიდან გამოეთიშნენ სწორედ პოლონური ენის არცოდნის გამო!

დარჩენილებიდან გარმულევიჩს მეორე ტურში მოუხსნია კანდიდატურა აბდუსალამოვის სასარგებლოდ. იმ სამ პრეტენდენტს შორის კი კომისიას იოლად გაუკეთებია არჩევანი ავარელზე.

ამ დროს რა მოხდა საქართველოში, როგორ გადაირჩიეს მწვრთნელები, კარგად მოგეხსენებათ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ცვლილებები არ უნდა განხორციელებულიყო - პირადადაც ბევრჯერ დამიწერია, რომ ჩვენ ჩამოვრჩით მთელ რიგ საწვრთნელ ასპექტებში; რომ ჭიდაობაც ვითარდება და სიახლეებია საჭირო, თუმცა ამ ფორმით შეცვლას ვერაფრით მოვიწონებთ.

ასევე, არ ვაყენებთ საკითხს იმგვარად, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან ვინმეს მართლაც ჭიდაობა და ხელების გადაგრეხვა უნდა დაეწყო ამ ცვლილებების წინააღმდეგ; უნდა მისცემოდა თუ არა მას საკადრო რეფორმების განხორციელების საშუალება - ეს ფედერაციის პრეროგატივაა, მაგრამ აქ ლაპარაკია ამ ცვლილებების განხორციელების თანამედროვე, დასავლურ, ცივილურ მეთოდზე, რაც ყველა კითხვას გამორიცხავდა და რისი მაგალითიც პოლონეთში ვიხილეთ...

ყურადღება იმასაც მიაქციეთ, რომ იქ სახელმწიფო სამინისტროს მეშვეობით რაღაც ფორმით ჩაერია ფედერაციის მუშაობაში, რასაც ჩვენთან კატეგორიულად გამორიცხავენ... რატომ, განა პოლონეთზე დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს? იქ თუა ეს შესაძლებელი, ჩვენთან რატომ გაურბიან ზედამხედველობას?

მართალია, აღნიშნულ ინტერვიუში აბდუსალამოვი არ აკონკრეტებს სამინისტროს წარმომადგენლის კონკრეტულ ფუნქციებს კომისიაში, მაგრამ, ვფიქრობთ, მისი როლი კანონიერების, დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე მეთვალყურეობა იქნებოდა და არა დიქტატი - წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასამართლოს ძალით ან სხვა გზით გაიწვევდნენ კომისიიდან და უფლებების გადამეტებისთვის პასუხსაც მოსთხოვდნენ.

ამის თქმის საფუძველს თავად დასავლური მიდგომები გვაძლევს, რომელიც სახელმწიფოსგან სწორედ ამგვარ კონტროლს ითვალისწინებს და არა უშუალო ჩარევა-მითითებებს...

ვფიქრობთ, სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეც ხდება. ალბათ, არც ჩვენთან იქნება ურიგო, სამინისტრო ფედერაციების დებულებებს თუ გადახედავს და მათ დემოკრატიასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს. ამის აუცილებლობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავინახეთ, როცა ძიუდოს ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მოხსნა უკლებლივ ყველა მწვრთნელი და ფარად დებულება მოიშველია, ამის უფლებას მაძლევსო.

მოჭიდავეთა მაგალითზე უკვე მეორედ ვიხილეთ მსგავსი პრეცედენტი და აღმასკომის იგნორირება. საინტერესოა, რომ ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, აღმასკომმა წინააღმდეგობა რომც გამიწიოს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მივიღებ და ჩემსას მაინც გავიტანო...

ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომელიც, ეტყობა, მომავალში კიდევ იჩენს თავს. არადა, ამას დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო, ხოლო პროცესები რაც უფრო მეტად მოექცევა დასავლურ ჩარჩოებში, მით ნაკლები კითხვა და პრეტენზია გაჩნდება საზოგადოებაში.

ვფიქრობ, ჩვენთვის ისიც საყურადღებოა, რომ მწვრთნელობის უცხოელ კანდიდატებს პოლონური ენის ცოდნას სთხოვდნენ. ჩვენთან ქართულის სწავლა მოვთხოვოთ კი არა, საქართველოში ჩამოსვლას არ ვაძალებთ. თან - ეს იმ დროს, როცა ის ცხვირაბზუებული მწვრთნელები იმაზე ბევრად მეტს იღებდნენ ჩვენთან, ვიდრე ამის შანსი საკუთარ სამშობლოში ექნებოდათ.

მინდორაშვილიდან გარმულევიჩამდე

პოლონურ მაგალითში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: მართალია, აბდუსალამოვთან კონტრაქტი 11 იანვარს დადეს, მაგრამ გარმულევიჩი ჯერ არ მოუხსნიათ და ის კვლავაც აგრძელებს ნაკრებთან მუშაობას.

მეტიც - ევროპის ჩემპიონატამდე დააცლიან, რათა უკეთ მოამზადოს გუნდი, აბდუსალამოვი კი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიბარებს სადავეებს.

ესეც მართებული მიდგომაა - თბილისში 19-24 მარტს გასამართ კონტინენტის პირველობამდე ბევრიც არაფერი დარჩა, ახალმა მწვრთნელმა ძირეული ცვლილებები რომ განახორციელოს.

ამ ფონზე ძალზე ცუდ დღეშია მინდორაშვილი - როგორც მასთან ინტერვიუსას დავრწმუნდი, ის სერიოზულად ნერვიულობს ევროპის პირველობის გამო.

ისიც საინტერესოა, რომ პოლონელებმა აბდუსალამოვს კონტრაქტი ოლიმპიადის დამთავრებამდე დაუდეს, მინდორაშვილს კი ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს - ესეც დამატებითი ფსიქოლოგიური ტვირთია მისთვის, რადგან ერთი წელიწადი გუნდის ასაშენებლად ძალზე მცირე დროა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ მინდორაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა