თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი თავდამსხმელი ბელორუსულ კლუბს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება, კონტრაქტს კი 10 თებერვლამდე გააფორმებს
ზვიად ქანთარია ბელორუსში ჩავიდა და სეზონისთვის მზადებას უმაღლესი ლიგის ბრესტის "დინამოში" შეუდგა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და სრული დატვირთვით ემზადება.

ბრესტში დიდი თოვლია და გუნდი ძირითად დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. თუმცა ბრესტელთა ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თოვლისგან ნაწილობრივ გაწმინდეს და მოთამაშეები წმინდა საფეხბურთო ვარჯიშებსაც შეუდგნენ.

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U-17, U-19) ყოფილი თავდამსხმელი ბელორუსში ოქტომბერში იმყოფებოდა და ბრესტელებთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, დარჩებოდა თუ არა კლუბში.

საქმე ისაა, რომ მისი წამოსვლის დროს ბელორუსის ჩემპიონატი დასრულებული არ იყო. 28 ტურის შემდეგ 11-გუნდიან ჩემპიონატში "დინამო" 26 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფებოდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა ჟოდინოს "ტორპედოს".

მოკლედ, გუნდი გავარდნის რეალური კანდიდატი იყო. გაურკვევლობას სწორედ ეს ქმნიდა - ბელორუსის პირველ ლიგაში ლეგიონერის აყვანის უფლება არ აქვთ.

თუმცა ბრესტის "დინამომ" უმძიმეს მდგომარეობას თავი დააღწია, ბოლო ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა, საბოლოოდ, მე-8 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

როგორც 22 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა (188 სმ) გვითხრა, ბელორუსულ კლუბს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება, კონტრაქტს კი 10 თებერვლამდე გააფორმებს.

ქანთარიამ კლუბის ფორმა 13 ოქტომბერს საკონტროლო შეხვედრაში მოირგო, როდესაც ბრესტელებს ლუცკის "ვოლინი" ამხანაგური მატჩის გასამართად ესტუმრა. "დინამომ" 0:1 წააგო, მაგრამ ზვიადის დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტეს. ქართველი თავდამსხმელის გადასვლის ამბავი ბრესტელი გულშემტკივრებისთვისაც არახალია. ფანებმა ბელორუსის ყველაზე პოპულარული გამოცემის, "პრესბოლის" ფორუმზე დაწერეს, რომ ქანთარია მოსწონთ და იმედოვნებენ, რომ ახალ სეზონში გუნდს გააძლიერებს.

22 წლის თავდამსხმელი საფეხბურთო სკოლა "ბერისა" და დემნა აბაიშვილის გაზრდილია. თბილისის "დინამოში" დებიუტი დუშან უჰრინი-უფროსის დროს 17 წლის ასაკში ჰქონდა, მაგრამ კლუბი 2011 წლის მაისში დატოვა და დროებით ცხინვალის "სპარტაკში" ჩაირიცხა, თუმცა ტრავმის გამო სეზონი გაუცდა და ბელორუსში ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ ჩავიდა.

ქანთარიას რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი გააჩნია, ეს ფაქტიც მეტყველებს: კლუბიდან ახალგაზრდა თავდამსხმელი ვლადიმერ ხვაშჩინსკი მინსკის "დინამოში" გადავიდა. წინა ხაზში პირველ როლს ასევე ქართველ ფორვარდს, უჩა გოგოლაძეს უწინასწარმეტყველებენ - ასე რომ, ქართველები ერთმანეთის კონკურენტებად მოიაზრებიან.

უჩაც 22 წლის გახლავთ და ბოლო სეზონში გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშე გახდა. მეტიც, გასულ სეზონში მის მიერ ნოვოპოლოცკის "ნაფტანთან" გატანილი ულამაზესი ბურთი ბრესტელმა გულშემატკივრებმა 2012 წლის სეზონში საუკეთესოდ აღიარეს - კონტრშეტევაზე უჩამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და მარცხენათი ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია.

სხვათა შორის, "ნაფტანის" მეკარე ირაკლი დევაძეა. 23 წლის ქართველი ლეგიონერი უკვე მეორე სეზონია, რაც ნოვოპოლოცკელთა შემადგენლობაში ირიცხება. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია.

საბოლოოდ, 27 შეხვედრაში 6 გოლით გოგოლაძე "დინამოს" მეორე ბომბარდირი გახდა, საუკეთესო კი 8 გოლით ხვაშჩინსკი იყო. უჩა გოგოლაძე იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში 15 გოლს გაიტანს და ბელორუსის ჩემპიონატის ბომბარდირებში მოხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა