ადრიანო გალიანი: "პრობლემა ფინანსებშია"
"მილანი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

22 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კაკას "როსონერიში" გადასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავი იყო. 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე ადრიანო გალიანიმ და სილვიო ბერლუსკონიმ გააკეთეს კომენტარები, თუმცა გვიან ღამით სრულიად საპირისპირო ცნობა გავრცელდა...

მოლაპარაკება ჩაიშალა, კაკა მადრიდში დარჩება და "რეალში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ გამცნეთ. ახლა კი გალიანის მოვუსმინოთ:

"თითქმის შეთანხმებული ვიყავით ყველაფერზე, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ შედგა. რატომ? - პრობლემა ფინანსებშია და უფრო დაკონკრეტების აუცილებლობას ვერ ვხედავ. დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფეხბურთელში მილიონები ვიხადოთ, "რეალის" მესვეურებს კი დათმობაზე წასვლა არ სურთ. კაკას გადაბირება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე არ გამოდის".

იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს საქმე ასე იოლად არ დასრულდება და კაკა მაინც გადავა "მილანში". საქმე იმაშია, რომ მილანელები და მადრიდელები ტრანსფერის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. "როსონერის" მესვეურებს ნახევარწლიანი იჯარის გაფორმება სურდათ გამოსყიდვის პერსპექტივით, ესპანელებს კი აქედანვე სრულფასოვანი ტრანსფერი უნდოდათ.

ფლორენტინო პერესმა ოთხი წლის წინ კაკა 60 მილიონ ევროდ გაყიდა და როგორც ჩანს, მისი უკან უსასყიდლოდ დაბრუნება მეტისმეტად მიიჩნია.

თუმცა, ამბობენ, რომ მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება და მაინც არის შანსი, შეთანხმება შედგეს. რაც უნდა იყოს, რიკარდო "რეალს" დღეს უფრო ტვირთად აწევს, ვიდრე სარგებელი მოაქვს და მასთან განშორება ესპანელთა ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არშემდგარი ტრანსფერები: კაკა და მარიო ბალოტელი "მილანში" არ მიდიან

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად