ეფე, ესპანელი წყალბურთელი, რაული თუ გერლანდი?
ხოსეპ გვარდიოლა ზაფხულიდან მიუნხენის "ბაიერნში" რომ იმუშავებს, ეს უკვე ყველამ კარგად იცის. ახლა საინტერესო ისაა, თუ ვინ იქნება 42 წლის ესპანელი მწვრთნელის ასისტენტი ბავარიულ გრანდში.

ცნობილია, რომ გვარდიოლას მიუნხენში ორი თანაშემწის ჩაყვანა სურს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მხოლოდ ერთს დასჯერდეს, ერთი კი "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა დაუნიშნონ.

ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ისწავლის პეპი გერმანულ ენას ზაფხულამდე. ასეა თუ ისე, პეპის ასისტენტობის კანდიდატები გამოიკვეთნენ. "ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერის ბოსები ესპანელთან ერთად ოთხ კანდიდატურას განიხილავენ.

მანელ ესტიარტე?

51 წლის მანელ ესტიარტე წყალბურთის ყოფილი სუპერვარსკვლავია - 1996 წელს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. ეს უკანასკნელი გვარდიოლასთან ერთად "ბარსელონაშიც" მუშაობდა და ცნობილია, რომ პეპის ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა. მანელ ესტიარტე ახლა უმუშევარია.

რაული?

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი და გოლეადორი ახლა 35 წლისაა და "ალ სადში" თამაშობს, სადაც კონტრაქტი ზუსტად 2013 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. რაული და გვარდიოლა ახლო მეგობრები არიან - მათი ძმაკაცობა ჯერ კიდევ ესპანეთის ნაკრებიდან დაიწყო, სადაც ისინი ერთად თამაშობდნენ.

"ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს რაულთან მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ, მაგრამ მასთან კავშირი აქვთ. ცნობილია, რომ რაული იანვრის დასაწყისში ყატარში "ბაიერნელებს" ესტუმრა - როგორც იცით, რეკორდმაისტერი იქ მოსამზადებელ შეკრებაზე იყო. თვითონ რაული ამ თემაზე არაფერს ამბობს, მისი გარემოცვა კი არ გამორიცხავს იმას, რომ ესპანელი ზაფხულიდან გვარდიოლას ასისტენტი გახდეს.

შტეფან ეფენბერგი?

"ბაიერნის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სწორედ შტეფან ეფენბერგის ვარიანტი მოსწონთ. 45 წლის ეფეს მიუნხენში დღემდე უდიდეს პატივს სცემენ და სურთ, რომ რეკორდმაისტერის ყოფილი კაპიტანი, რომელიც "ბაიერნის" უკანასკნელი კაპიტანია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა (2001 წელს), გუნდის სამწვრთნელო შტაბში იხილონ.

ფაქტია, რომ 2011 წელს ეფემ სწორედ "ბაიერნში" გაიარა სამწვრთნელო პრაქტიკა. ცოტა ხნის წინ კი ბავარიელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა მას თავიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობა ურჩია - მაშინვე მთავარ მწვრთნელობას არ გირჩევ, უმჯობესია, ჯერ თანაშემწე იყოო.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ეფენბერგს ძალიან აფასებს, მაგრამ ცნობილია, რომ მასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თუმცა ეფენბერგი მიუნხენში ცხოვრობს...

ჰერმან გერლანდი?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ღიაა "ბაიერნის" ამჟამინდელი კო-მწვრთნელის საკითხიც. ჰაინკესის თანაშემწე ახლა 58 წლის ჰერმან გერლანდია, რომელიც ამბობს, მთავარია, "ბაიერნს" ვემსახურო და რა ფუნქციას დამაკისრებენ, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტო ბაჯო შეიძლება ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი გახდეს "ბაიერნში"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა