22 იანვარს რუსულმა ინტერნეტპორტალმა "სპორტ-ბოქსმა" არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
22 იანვარს რუსულმა ინტერნეტპორტალმა "სპორტ-ბოქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა სამარის "კრილია სოვეტოვში" გადადიან.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, თითქოს 30 წლის ამისულაშვილმა ვლადიკავკაზის "ალანიასთან" კონტრაქტი გააფორმა.
ამისულაშვილის ოჯახში გვითხრეს, რომ "ალანიასთან" კონტრაქტის გაფორმებაზე გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეეფერებოდა. რაც მთავარია, დაგვიდასტურეს, რომ ალეკო 22 იანვარს მართლაც თურქეთში გადაფრინდა და "კრილია სოვეტოვს" შეუერთდა.
რაც შეეხება 23 წლის გრიგალავას, ის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" (19 მატჩი, 1 გოლი) თამაშობდა. "სპორტ-ბოქსის" ცნობით, ორივე მათგანი თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდება "კრილია სოვეტოვს", რომელიც 16-გუნდიან რუსულ პრემიერლიგაში 16 ქულით მე-14 ადგილზეა.
თუმცა გრიგალავას ოჯახში გიას გადასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. როგორც გვითხრეს, სამარელების ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "კრილიაში" გიას მართლაც იწვევდნენ. კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად გაჯი გაჯიევი დანიშნეს, რომელიც პირველ წრეში გრიგალავას "ვოლგაში" ავარჯიშებდა.
ისიც შევიტყვეთ, რომ გია გრიგალავას არა მხოლოდ "კრილია სოვეტოვი", არამედ საბერძნეთის სუპერლიგის მეორეადგილოსანი, სალონიკის პაოკ-ი, თურქეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატის კლუბები იწვევდნენ.
გრიგალავამ ამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან ნიჟნელებთან კონტრაქტი 2013 წლის მაისში, ანუ სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება და ახლა კლუბის შეცვლა მიზანშეუწონლად ჩათვალა.
გადასვლა არც მისმა აგენტმა გერმან ტკაჩენკომ ურჩია, რომელიც ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ძლიერ კლუბში სოლიდურ კონტრაქტს ჰპირდება.
მოკლედ, გია გრიგალავა სამმაგ ხელფასს უკეთესი მომავლის იმედად არ დახარბდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სლავოლიუბ მუსლინი: ალეკო გავუშვით, რომ ახალ კლუბში გადასვლის შანსი ჰქონდეს
ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი
გია გრიგალავა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი
ლეგიონერები: გია გრიგალავამ საჯარიმოდან "გოლი-მშვენება" გაიტანა [VIDEO]
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"