"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულიმ იმ 25 მორაგბის სია გააცხადა, ვინც 2 თებერვალს ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
რუმინეთის ნაკრები ერთა თასის გათამაშების უმთავრესი ფავორიტია.

"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულიმ იმ 25 მორაგბის სია გააცხადა, ვინც 2 თებერვალს ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"მუხის ფოთლებში" ყველა რუმინელ ლეგიონერს უხმეს. ეს შემადგენლობა რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე ითამაშა.

რუმინელები "ლობუშებს" ძირითადი პირველი ხაზით დაუპირისპირდება. ესენია: მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში) და პეტრე ტამბა (კარდიფი). "სტეჟარის" რიგებში ამჯერად ვერ მოხვდა "ტიმიშოარას" ქართველი შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი.

ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა (კარკასონი). გუნდისთვის სოლიდური ძალაა ძმები ანდრეი და ვალენტინ ურსაკეები. პირველი, რომელიც შერკინების ბურჯია, "კარკასონის" ღირსებას იცავს; ვალენტინი კი მეორეხაზელია და "ოიონაქსში" თამაშობს.

ცვლილება არ შეხებია უკანა ხაზს. ეს რგოლი, ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ყველაზე გამოცდილნი ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა) და კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა) არიან.

წლეულს, სავარაუდოდ, ყურადღებას მიიქცევენ ადრიან აპოსტოლი (ფარული) და რობერტ დესკალუ (სტიაუა).

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრე ტამბა (კარდიფი), ანდრეი ურსაკე, ოვიდიუ ტონიცა (ორივე - კარკასონი), ეუგენ კაპატანა, დანიელ კარპო (ორივე - ტიმიშოარა), ანდრეი რადოი (ბაია მარე), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე - სტიაუა), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი).

უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე - სტიაუა), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, მიჰაი როსკა, მადალინ ლემნარუ, იონუც ნიაკსუ (ყველა - ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zangura
უმთავრესი ფავორიტი ვითომ რატოაა?!
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"