ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შვედები ქართველ ჭაბუკებს ემუქრებიან

შვედები ქართველ ჭაბუკებს ემუქრებიან

როლანდ ლარსონი: "სხვა გზა არ გვაქვს, მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ!"

17-წლამდე ფეხბუთელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი ტურის მატჩები დარჩა, რომელიც შაბათს, 23 ოქტომბერს გაიმართება. ელიტრაუნდში გასასვლელად, ჩვენს ნაკრებს შვედებთან მატჩში ქულაც ხელს აძლევს. საინტერესოა, თუ რა ხდება მეტოქის ბანაკში, რას ფიქრობს სკანდინავიელთა გუნდის თავკაცი დარჩენილ შეხვედრაზე და რა კოზირს ინახავს საქართველოსთვის. შვედეთის ნაკრების თავკაც როლანდ ლარსონს ამ თებაზე ვესაუბრეთ.

- საუბარი პოლონელებთან მატჩით დავიწყოთ. თქვენი გუნდის თამაშითა და შეხვედრის შედეგით კმაყოფილი არ უნდა იყოთ...

- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემი გუნდის ცნობა მეც გამიჭირდა. ცუდად ვითამაშეთ, ფეხბურთელები მოედანზე მძიმედ გამოიყურებოდნენ. აშკარად ჩანდა, რომ პოლონელები მეტს მოძრაობდნენ და გოლის გატანის ჩვენზე მეტი შანსიც ჰქონდათ. შესაძლებელი იყო ეს თამაში წაგვეგო კიდეც. თუმცა მარცხს ფრე სჯობდა. ამ მოპოვებული ქულით ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნეთ. დამარცხების შემთხვევაში კი შანსი თითქმის აღარ გვრჩებოდა. ასე რომ, ჩემი გუნდის თამაშით და შედეგით უკმაყოფილო ვარ. თუმცა მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

- რატომ ვერ ითამაშა თქვენმა გუნდმა სათანადოდ. ამას რით ახსნით. ინგლისელებთან თამაშის შემდეგ, თქვენმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს?

- შესაძლოა, მოთამაშეებს ძალების აღსადგენად დრო არ ეყოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლონელებმა თამაში არ გახსნეს და მატჩის ბოლოს შეეცადნენ გადამწყვეტი გოლის გატანას. ჩვენ სწრაფი გოლით გვინდოდა დაწინაურება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და ჩემს გუნდზე ალბათ ფსიქოლოგიურად ამანაც იმოქმედა. ამას იციც დაემატა, რომ სასტარტო მატჩში ჩვენი ერთი ფეხბურთელი დაშავდა, რომელიც პოლონეთთან ვერ გამოვიყენეთ.

- ვის გულისხმობთ?

- დინო ისლამოვიჩს. ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. დრტყმაც კარგი აქვს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მწვავედ თამაშობს.

- ისლამოვიჩი დასკვნით მატჩშიც არ გეყოლებათ?

- დინომ ინგლისელებთან თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ მხარი იტკინა. ტრავმის გამწვავებას მოვერიდეთ და პოლონეთთან ამიტომ არ ვათამაშეთ. ვიმედოვნებ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

- ე. ი. მასპინძლებისთვის კოზირი შემოინახეთ. მით უმეტეს, ჯგუფში ერთადერთი გუნი ხართ, რომელსაც ორ შეხვედრაში გოლი ჯერ არ გაუტანია...

- ვნახოთ შეძლებს თუ არა დინო საქართველოსთან თამაშს და რამდენად გამოგვადგება ეს კოზირი

- თქვენს გუნდს დავაკვირდი და შეცვლები არ გიყვართ. ლიმიტირებული სამი შეცვლა არცერთ თამაშში გამოგიყენებიათ. ინგლისთან ერთი ფეხბურთელი შეუყვანეთ მოედანზე, პოლონეთთან კი ორი...

- მოდით ასე გიპასუხებთ. შეცვლას მაშინ მივმართავ, როცა ამას საჭიროთ მივიჩნევ.

- თქვენი გუნდიდან რომელ სათამაშ რგოლს გამოარჩევდით?

- რომელიმე სათამაშო ხაზის გამოყოფა გამიჭირდება. რადგან ვფიქრობ, რომ თანაბრად ბალანსირებული გუნდი გვყავს.

- მეტოქე საქართველოზე რა წარმოდგენის ხართ?

- ჩვენ ვნახეთ თქვენი გუნდი და პოლონეთის მატჩის ჩანაწერი. მეორე ტურში პოლონელები გვყავდნენ მეტოქედ და უმთავრესად ამ გუნდს ვაკვირდებოდით. თუმცა ქართველების კარგი თამაში აშკარად თვალშისაცემი იყო. მასპინძელთა გუნდის შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს - ჩვენ პოლონეთის დამარხება ვერ შევძელით, თქვენნ კი ამ გუნდთან 3 ქულა აიღეთ. ინგლისმა სამი მშრალი ბურთით მოგვიგო, თქვენი ნაკრები კი ფრედ ეთამაშა...

- ე. ი. მიიჩნევთ, რომ საქრთველოს ნაკრები შვედეთზე ძლიერი გუნდია?

- შედეგების მიხედვით ასე ჩანს. თუმცა მოედანზე სუსტი და ძლიერი არ არსებობს. მით უმეტეს დასკვნით ტურში. ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და შაბათის მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია.

- საქართველოსთან მხოლოდ მოგება გაწყობთ. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- საქართველო ჯგუფის მასპინძელია და მეტოქე კარგად იყენებს "საშინაო კედლების ფაქტორს". ასე რომ, შაბათს მოგება ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება. მით უმეტეს, როგორც მითხრეს, საქართველოში მხურვალე ქომაგობა იციან და თქვენ გუნდს მხარდაჭერა არ მოაკლდება. თუმცა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ და საამისოდ ყველა ჩვენი კოზირი უნდა გამოვიყენოთ.

- შანსებს როგორ გაანაწილებდით?

- მასპინძლებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ მეტოქეს უკვე 4 ქულა აქვს და ფრეც ხელს აძლევს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მხოლოდ მოგება გვესაჭიროება. მოტივაცია ჩემს ბიჭებს მეტი უნდა ჰქონდეთ და გაცილებით მეტად უნდა მოინდომონ, ვიდრე პოლონეთთან. ჩემი გუნდის რეალური ძალა, თამაში კარგად ვიცი და საქართველოში ეს ჯერ არ მინახავს. იმედი მაქვს შაბათს ყველა ერთად ვნახავთ.

- იმედოვნებთ რომ შაბათს სხვა შვედეთს ვიხილავთ?

- სწორედ ამისი იმედი მაქვს.

დავით ცაბაძე

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა

"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად