ზურაბ აზმაიფარაშვილმა და გია გიორგაძემ წახკაძორში 19-20 იანვარს გამართული ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომის შესახებ ისაუბრეს
23 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის მთავარი თემა სომხეთის ქალაქ წახკაძორში 19-20 იანვარს გამართული ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) საპრეზიდენტო საბჭოს სხდომა იყო, რომელსაც სხვადასხვა ფედერაციის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც დაესწრო.

სხდომაზე საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა 2015 წელს თბილისში დაგეგმილი 16-წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ. ასაკობრივი ოლიმპიადის 2015 წელს ჩატარების ერთ-ერთი მოტივაცია ისიცაა, რომ თბილისი 2015 წელს ევროპის ბავშვთა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს.

ფიდეს საბჭოს გადაწყვეტილებით, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადა 2015 წელს თბილისში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოში პირველად ჩატარდება.

საბჭოზე საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და ზურაბ აზმაიფარაშვილი ფიდეს ერთ-ერთი კომისიის, კერძოდ, მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ჩატარების კომისიის წევრად აირჩიეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად