ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ვაჟებს დაეთმო
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ვაჟებს დაეთმო. შეჯიბრებაში 32 მამაკაცი ჩაება. პირველი ნომერია გიორგი ცივაძე, რომელმაც იოლად სძლია ლაშა გულიაშვილს - 6:2, 6:1. ორგანიზატორებმა მეორე ნომრად განთესეს 23 წლის საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი ნოდარ ითონიშვილი, რომელიც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, წელიწადია, კორტზე არ გასულა. თუ არ ჩავთვლით ნაკრების შემადგენლობაში წლეულს ერთადერთ შეხვედრას. ნოდარი ახალგაზრდებში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონია, უფროსებშიც მოუპოვებია ოქროს მედალი. მეოთხე წელიწადია, ეროვნულ გუნდში თამაშობს. იძულებითი შესვენების შემდეგ გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზა - რობერტ ჩაჩავას ორ სეტში (6:4, 6:4) სძლია და მეორე წრეში გავიდა.

- სამი წელიწადია, წელის ტრავმა მაწუხებს, ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებდი ტურნირებში მონაწილეობას და ნაკრების სპორტული ღირსების დაცვას, - გვითხრა ითონიშვილმა. - წლეულს მარტო ერთი შეხვედრა ჩავატარე. დიდი უქმობის შემდეგ დავუბრუნდი კორტს, მაგრამ სამომავლოდ იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს. დაუფინანსებლობის გამო უცხოეთში შეჯიბრებებზე ვერ მივდივართ. აქამდე თბილისის საერთაშორისო ტურნირებში მაინც ვმონაწილეობდით, წლეულს ეს სიამოვნებაც გამოგვაცალეს ხელიდან. ნაკრების წევრებს ერთადერთ ბედნიერებად ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობაღა დაგვრჩა. დევისის თასზე ევრო-აფრიკის მესამე ზონაში ვართ. იმის იქით აღარაფერია, არადა, ორი წლის წინათ უმაღლეს ეშელონში დასაწინაურებლად ვიბრძოდით. დაფინანსება თუ არ იქნა, საქართველოში ვაჟთა პროფესიული ჩოგბურთისგან არაფერი დარჩება - ვინც პერსპექტიულია, ალბათ, თავს უშველის, მოყვარულები კი ყოველთვის მოიძებნებიან...

გუშინ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: შოთა მეფარიძე-გიორგი ხოხბა 6:1, 6:4, დემეტრე მაღრაძე-კარენ სარქისიანი 6:2, 6:1, სერგო სიხარულიძე-თორნიკე წერეთელი 6:0, 6:1, ზურაბ ზედანია-სოზარ გოქაძე 7:6, 7:5, ალექსანდრე დავლიანიძე-რატი ძიძიგური 6:0, 6:2, ალექსანდრე მაღლაკელიძე-გიორგი შუხოშვილი 6:3, 6:3, ლუკა ფილფანი-ზვიად ზაალიშვილი 6:7, 6:2, 7:5, დემეტრე თაქთაქიშვილი-მერაბ ქაშიბაძე 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე