აფრიკის ერთა თასზე მე-2 ტური დაიწყო
პირველი გოლები გავიდა A ჯგუფში, სადაც ტურნირის მასპინძელი თამაშობს.

სამხრეთაფრიკელებმა, რომლებმაც პირველ ტურში კაბო ვერდეს ვერ მოუგეს, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ანგოლის ნაკრებთან მოიპოვეს. "ბაფანა ბაფანა" დიდ უპირატესობას ფლობდა და გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მცველი სიაბონგა სანგვენი სტანდარტულის დროს შეტევაში წავიდა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაერკვა – 1:0.

მეორე გოლი ცვლილებაზე შემოსულმა "კაიზერ ჩიფსის" ორმა ფეხბურთელმა შექმნა – რენეილვე ლეტშოლონიანემ ბურთი ლეჰლოჰონოლო მაჯოროს გადააწოდა, რომელმაც ანგოლელ მცველებს თავბრუ დაახვია და საბოლოოდ მეკარე ლამას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. მატჩის ბოლო წუთებზე მაჯოროს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ფორვარდს ოდნავ არ გაუმართლა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური მანუჩო იყო, მაგრამ "ვალიადოლიდის" ფორვარდს პარტნიორები სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ. საბოლოოდ, 2:0 და სამხრეთ აფრიკამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის მასპინძელი ბოლო ტურში ძლიერ მაროკოს ნაკრებს ხვდება, ეს სამი ქულა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სამხრეთ აფრიკა 2013. II ტური.

სამხრეთ აფრიკა-ანგოლა 2:0

გოლები: 1:0 სანგვენი (30), 2:0 მაჯორო (62).

მაროკო-კაბო ვერდე 1:1

თ მ ფ წ ბ ქ

1. სამ. აფრიკა 2 1 1 0 2-0 3

2. მაროკო 2 0 2 0 1-1 2

3. კაბო ვერდე 2 0 2 0 1-1 2

4. ანგოლა 2 0 1 1 0-2 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აფრიკის თასი: ფავორიტს გაუჭირდა

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე