დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე
დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღეს სტუ-მ "ქუთაისთან" ითამაშა, შსს-მ - "სამედიცინოსთან" და "ენერჯიმ" - "აგრარულთან". მათგან სამი ამ მემორიალზე პირველად ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საინტერესო ჩემპიონატი გველის.

სტუ-ქუთაისი

"ტექნიკოსებმა" წინა დღეს შსს-თან ღირსეულად იბრძოლეს და წინასწარ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ "ქუთაისთანაც" საინტერესო შეხვედრა გამოვიდოდა. ასეც მოხდა, ახალგაზრდული შემართებით სტუ-ელები მეტოქეს მეოთხე პერიოდამდე თანაბრად ებრძოლნენ, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და მეოთხე რაუნდი ქუთათურებმა 33:13 მოიგეს.

როცა გამოცდილებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ბუბა ბერიშვილს, ბუბა კვიმსაძეს, რეზო დიდიას, მამუკა ბოლქვაძეს და ვიქტორ კოღუაშვილს ვგულისხმობთ. ეს კალათბურთელები გასულ წლებში საქართველოს ჩემპიონატის არაერთ გუნდში წამყვან როლებს თამაშობდნენ... ახლა თავად განსაზღვრეთ, რა ძალის გუნდია "ქუთაისი". ამასთან, მალხაზ კოხრეიძის გუნდში საინტერესო ახალგაზრდა ქუთათურებიც თამაშობენ. იმედია, ისინი მალე და კარგად გაგვაცნობენ. თუმცა, ბექა ქორიძემ მოცდა არ ისურვა და 13:30 წუთში 17 ქულა ჩააგდო. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ: 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო.

შსს-სამედიცინო

ტურნირის მასპინძელი და ფავორიტი შსს სიჩქარეს ნელ-ნელა კრეფს. სტუ-სთან გამარჯვებას არჩილ ჟღენტის გუნდმა "სამედიცინოსთან" მოგება მიაყოლა და ფინალის საგზურისთვის დღეს თსუ-სთან იბრძოლებს.

"მედიკოსებმა" პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გასწიეს, თუმცა მესამე პერიოდის დასაწყისში 15 ქულით ჩამორჩნენ და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

შსს-ს რიგებში დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა ცენტრმა დავით იმნაძემ, რომელმაც 16 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა ჩააგდეს მარკოიშვილმა და შერმადინმა, ხოლო ამერიკელ ტროი კოტონს 17 ქულა მოუგროვდა, რისთვისაც 17:26 წუთი ეყო.

აგრარული-ენერჯი

მართალია, აგრარული უნივერსიტეტის გუნდიდან შარშანდელი სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი წავიდა, მაგრამ მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ გუნდი გამოცდილი მოთამაშეები მიიწვია და საინტერესო გუნდიც მივიღეთ. "აგრარებმა" გასული წლის შემდეგ შესუსტებულ "ენერჯის" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მეორე პერიოდში სულაც 4 ქულა ჩააგდებინეს. თუმცა წივწივაძითა და ლამუთი გაძლიერებულმა რუსთაველებმა პირველი მატჩი მაინც მოიგეს - 61:45.

სხვათა შორის "ენერჯის" ორივე ახალწვეულს 10-ზე მეტი ქულა მოუგროვდა, წივწივაძეს - 15, ლამუს - 13.

20 ოქტომბერი

თბილისი, შსს-ს აკადემიის დარბაზი

სტუ-ქუთაისი 62:90

14:14, 16:20, 19:23, 13:33

სტუ: ანთაძე (20ქ, 8მ), ჩიკვილაძე (21ქ), ლომოური (12ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (3ქ), თევზაძე, კობიძე (5ფ), ჯანგველაძე (2ქ), ბერუაშვილი (4ქ, 6მ, 3ჩ, 5ფ), ლაშქარაძე.

ქუთაისი: ცაგარეიშვილი, დიდია (2ქ, 6მ), ბ. ბერიშვილი (15ქ, 7პ, 5ჩ), კვიმსაძე (17ქ, 7მ), ტუკვაძე (5ქ), ბოლქვაძე (12ქ, 6მ), ლომინაშვილი (1ქ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ, 3ჩ), კოღუაშვილი (5ქ, 10მ, 3პ), ქორიძე (17ქ)

მსაჯები: მ. ანდღულაძე, ხ. გაბედავა.

შსს-სამედიცინო 89:63

25:18, 20:13, 21:14, 26:18

შსს: დ. ბერიშვილი (3პ, 5ფ), ლაფანაშვილი (3ქ), ლეჟავა (7ქ, 3პ), ნიკოლაძე (12ქ), ი. ბერიშვილი (7ქ, 8მ, 5პ, 4ჩ), კოტონი (17ქ, 4პ), მარკოიშვილი (13ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (4ქ, 7მ), იმნაძე (9ქ, 16მ, 2დ), შერმადინი (13ქ), ტომარაძე (4ქ, 3პ).

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (9ქ, 3ჩ), ჩაჩიბაია (5ქ, 9მ), ს. ლეჟავა (2ქ), თავართქილაძე (6ქ), ბექაური (12ქ, 8მ), გაბისონია, ნინიაშვილი (13ქ, 9მ), კეიდია (4ქ, 6მ), ჭოჭუა (12ქ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

ენერჯი-აგრარული 61:45

17:13, 4:10, 19:14, 21:8

აგრარული: ტეტელაშვილი (8ქ), ბააკაშვილი (3ქ), ნანიტაშვილი (2ქ), სიგუა (6ქ), ჩაჩანიძე (7ქ), ხანიაშვილი (5ქ), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (6ქ), მუმლაძე (8ქ).

ენერჯი: ცეკვავა (13ქ), წივწივაძე (15ქ), აბაიშვილი (7ქ), გუგავა, არწივიძე (2ქ), ხმელიძე (2ქ), ტუჯანი (9ქ), ლამუ (13ქ)

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"