"აძურას" თავკაცი "ბარსაზე", ნაკრებზე, გვარდიოლაზე, "ოქროს ბურთზე", ლენს არმსტრონგზე
იტალიურ სპორტულ პრესაში ჩეზარე პრანდელის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის შემოკლებულ ვერსიას ქვემოთ გაეცნობით.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბევრ საინტერესო თემას შეეხო და უმჯობესია, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...

- ხოსეპ გვარდიოლამ სერია A-ს ბუნდესლიგა ამჯობინა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი ჩემპიონატი მეორეხარისხოვანი გახდა?

- არა მგონია, ასეთი ფორმულირება სწორი იყოს. ვფიქრობ, გვარდიოლას სრულიად ახალ გარემოში სურს მუშაობა და გერმანია ამ მხრივ საინტერესო ვარიანტი აღმოჩნდა. იტალია ესპანეთს ჰგავს, ჩვენთან მას ნათამაშებიც აქვს და ალბათ, მისი არჩევანიც რაღაც ახალთან ზიარების სურვილით უნდა აიხსნას.

- გვარდიოლამ ერთი წელი დაისვენა, ვალტერ მაცარი აცხადებს, რომ დასვენება სჭირდება... ნუთუ ასეთი დამღლელია სამწვრთნელო საქმე?

- მწვრთნელს მუდმივ წნეხში უწევს ყოფნა და ეს მართლაც დამღლელია. არის მომენტები, როდესაც გინდა, რომ მთელი ეს ტვირთი მხრებიდან მოიხსნა. ასეთ შემთხვევაში, დასვენება მართლაც საუკეთესო საშუალებაა.

- ნაკრების მწვრთნელებს ეს პრობლემა ნაკლებად გაწუხებთ...

- არც ეგრეა საქმე, რადგან ყველაზე ძლიერი წნეხის ქვეშ სწორედ ჩვენ გვიწევს ყოფნა. როდესაც იტალიის ნაკრები ამხანაგურ მატჩს ატარებს, გაცილებით უფრო დიდი დაწოლაა პირადად ჩემზე, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასპარეზობდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბრაზილიის მუნდიალი?

- ბრაზილია ჩემთვის ფეხბურთის, ფანტაზიის და ოცნების სინონიმია. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც ვირტუოზმა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ჩამოუყალიბეს გემოვნება. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როდესაც ვინმე ფეხბურთს კარგად თამაშობდა, მას ბრაზილიელს ვეძახდით. ამ ქვეყანაში პირველად კონფედერაციათა თასის კენჭისყრაზე ჩავედი და აღფრთოვანებული დავრჩი. იქ ისე ელოდებიან მუნდიალს, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. სხვათა შორის, კონფედერაციათა თასსაც და, პირადად მეც, ამ ტურნირს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- ბრაზილიის ნაკრებს ოთხ თვეში ორჯერ შეხვდებით - ჯერ მარტში ამხანაგურად და შემდეგ, ივნისში კონფედერაციათა თასზე...

- დიახ, ეს ჩვენი შანსია, რომ მუნდიალზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის შესაძლებლობები კარგად ავწონოთ. ამხანაგური მატჩი თვითონ ბრაზილიელებმა შემოგვთავაზეს და ჩვენ დავთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ დღეში მალტასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა უნდა გავმართოთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კუნძულზე მოგება გარანტირებული გვაქვს, ცდება, რადგან ევროპაში უიმედო აუტსაიდერები აღარ არსებობენ.

- შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავს რეალურ ძალთა ბალანსს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესპანეთის ნაკრები დღეს აშკარა ფავორიტია. როგორ უნდა გადაილახოს ეს ბარიერი?

- სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, ვეტერანების და ახალგაზრდების იდეალური სინთეზი მოხდეს. ხშირად მაკრიტიკებენ, რომ 4-5 ამხანაგური მატჩი წავაგეთ, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ სწორედ ამ შეხვედრებში მივეცით ახალგაზრდებს გასაქანი და მას შემდეგ დაიწყო მათი რეალური პროგრესი. სტეფან ელ შაარავი, მატია დე შილიო, მარკო ვერატი, ლორენცო ინსინიე - ეს ჩვენი მომავალია და ის ძალა, რომელიც ნებისმიერი სირთულის ამოცანას გადაჭრის.

- ერთხელ თქვით, რომ გსურთ, ცალ-ცალკე შეკრებები მოუწყოთ მეკარეებს, მცველებს, ნახევარმცველებს და თავდამსხმელებს. ეს უტოპიაა?

- ჯერ კიდევ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ამას მოვახერხებ. თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, სხვა დროს გეტყვით.

- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს?

- ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო თემაა, რადგან საოცარი თაობა მოდის. ასაკობრივ ნაკრებებს არიგო საკი კურირებს და თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ იტალიურ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს. ამას წინათ, "კოვერჩიანოზე" ვაკვირდებოდი 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშებს და აღფრთოვანებული დავრჩი. ჩვენ არ ვკოპირებთ ესპანურ მოდელს, ყველა ასაკობრივ ნაკრებს არ ვათამაშებთ ერთი ტაქტიკით და ვფიქრობ, ეს უფრო გამართლებულია. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია და სქემაც მათ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე უნდა აიგოს.

არც მწვრთნელს გვინდა, ამ მხრივ შეზღუდვები დავუწესოთ. ჩვენ სულ სხვა სტრატეგია გვაქვს, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- გაიხსენეთ ყველაზე მტკივნეული პერიოდი სამწვრთნელო კარიერაში...

- ევროპის ჩემპიონატის ფინალს რა დამავიწყებს, მაგრამ მე უფრო წარსულში წავიდოდი. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, "ვენეციის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე და მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს. მაშინ ჩავიფიქრე, რომ მთელი კარიერის განმავლობაში პოსტი მხოლოდ ჩემი ნებით უნდა დამეტოვებინა. იცით, რა მოხდა? - ხუთი ტურის შემდეგ გამათავისუფლეს, რაც დიდი დარტყმა იყო. "ვენეციის" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი იყო, თუმცა მაშინ ჯერ არ ვიცოდით მისი მისწრაფების შესახებ. ერთ თვეში მწვრთნელი არ უნდა გაუშვა, ეს დიდი შეცდომაა.

- დავუბრუნდეთ იტალიის ნაკრებს. მუნდიალის შემადგენლობის შერჩევისას თავდასხმის ხაზში შედეგიანობას უფრო მიაქცევთ ყურადღებას თუ ასაკს?

- შედეგიანობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინ როგორ თამაშობს უბურთოდ... ვინ რამდენს მოძრაობს და რა ოდენობით სამუშაოს ასრულებს. თანამედროვე ფეხბურთში ესეც უმთავრესია.

- ევროპის ჩემპიონატზე დანიელე დე როსი და მარიო ბალოტელი "აძურას" ლიდერები იყვნენ, დღეს კი თავიანთ გუნდებში თადარიგში სხედან...

- დე როსიზე არ ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ამ სიტუაციიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა. მასში დარწმუნებული ვარ, რადგან ძლიერი ხასიათი აქვს. რაც შეეხება ბალოტელის, მან რობერტო მანჩინის უნდა დაუჯეროს, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არაა. მარიო ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამ ეტაპზე, შესაძლოა, სათამაშო პრაქტიკის გარეშეც გამოვიძახო, მაგრამ სულ ასე ვერ იქნება.

- ანტონიო კასანოს ადგილს ვეღარ ხედავთ ნაკრებში?

- კასანო "ინტერში" კარგად ჩაეწერა და ეს მახარებს. ანტონიო არაა იმ კონდიციაში, რომ შესარჩევი ეტაპის ყველა თამაშში მიიღოს მონაწილეობა. მით უმეტეს, მსურს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ვნახო საქმეში, თუნდაც ელ შაარავი. კასანოს თამაშს ყურადღებით ვადევნებ თვალს და თუ სეზონის მეორე ნახევარში კარგად წარმოაჩენს თავს, შესაძლოა, პირდაპირ კონფედერაციათა თასზე წავიყვანო. იგივე პრინციპი იმოქმედებს მუნდიალის შემთხვევაშიც.

ხომ გახსოვთ, ანტონიო დი ნატალეს საერთოდ არ ვიძახებდი და პირდაპირ ევროფორუმზე წავიყვანე. არიან მოთამაშეები, რომლებიც კონკრეტულ ტურნირზე შეიძლება გამოგადგნენ და კასანო სწორედ ამ ფაზაშია გადასული.

- "ოქროს ბურთზეც" ვთქვათ ორიოდე სიტყვა. თქვენ პირლო, ბუფონი და მესი აირჩიეთ, საუკეთესო მწვრთნელად კი დელ ბოსკე დაასახელეთ...

- კი, ასეა, მაგრამ მოდით, შევეშვათ ამ ამბავს. ჩემი აზრით, წლის ფეხბურთელი ერიკ აბიდალი, წლის მწვრთნელი კი ტიტო ვილანოვაა - ორი შეუპოვარი მებრძოლი, რომლებმაც გმირობის მაგალითი გვიჩვენეს.

- ლენს არმსტრონგი დოპინგზე ჩაიჭრა. გაგაკვირვათ ამ ამბავმა?

- კი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ველოსპორტში დოპინგი ძველი პრობლემაა. ეს უფრო სისტემის ბრალია და არა თვითონ სპორტსმენების. იქ ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ ხშირად ადამიანი იძულებულია, სტიმულატორი მიიღოს.

- ფეხბურთშიც ხომ დგას ანალოგიური პრობლემა?

- არა, ვერ დაგეთანხმებით. ფეხბურთი ის სპორტია, სადაც ძალა გონებით შეგიძლია დაზოგო. ვინც აზროვნებს და პოზიციურად სწორად თამაშობს, ის მოედანზე დასვენებასაც ახერხებს, თანაც ისე, რომ ამით საქმე არ ფუჭდება.

- "ბარსელონა" იდეალური გუნდია?

- "ბარსელონა" ეპოქალურია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არიგო საკის "მილანი" იყო და კიდევ რამდენიმე გუნდი. მე ჩემი შეფასების კრიტერიუმი მაქვს: თუ გუნდს თამაშის სტილით ვცნობ, ე.ი. რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე. ჩააცვით "ბარსას" ფეხბურთელებს უბრალო მაისურები, გაუკეთეთ მოთამაშეებს ნიღბები და თუ თქვენ თამაშის სტილით ვერ მიხვდებით, რომ მოედანზე "ბარსელონაა", ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ.

- თქვენი ფორმაციის "აძურა" თუ იქნება ასეთი ეპოქალური?

- ამისთვის ვშრომობ, ეს ჩემი მთავარი მისიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩეზარე პრანდელი: ტურინის "იუვენტუსი" სერია A-ს ფავორიტად რჩება

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე