ქალებს შორის ამერიკული დერბის შემდეგ ცენტრალურ კორტზე მამაკაცები გამოჩნდნენ
პირველები არენაზე გავიდნენ ჟერემი შარდი და ენდი მარეი. უნდა ითქვას, რომ ფრანგი ბრიტანელისთვის მოსახერხებელი მეტოქე იყო, რადგან ცინცინატის შარშანდელ მასტერსამდე ენდის ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული ჟერემთან, თუმცა ცინცინატიში სწორედ შარდიმ გაიმარჯვა.

ამ ტურნირზე მან უკვე მოახდინა ერთი ხმაურიანი სენსაცია, როცა ხუან-მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ბრძოლას. ფრანგს ძლიერი მოწოდება და ფორჰენდი აქვს და შეუძლია ნებისმიერისთვის სახიფათო მოწინააღმდეგე იყოს, მაგრამ სტაბილურობა აკლია. ახლაც ენდის წინააღმდეგ მან ძალიან ცუდად დაიწყო მატჩი და მეტოქეს 4:0 დაწინაურების საშუალება მისცა. შემდეგ შარდიმ მოწოდება და ფორჰენდი გამოასწორა, ანგარიში შეამცირა და გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ მარეიმ მაინც მოიგო პირველი პარტია.

მეორე სეტში ენდი ისევ დაწინაურდა ორი ბრეიკის სხვაობით და ამჯერად არ მისცა მეტოქეს მიახლოების საშუალება, პარტიის ბოლოს კი მესამედ აიღო შარდის მოწოდება. ფრანგი ცდილობდა აგრესიულად თამაშს, ხშირად მარცხნივ ჩარბოდა ძლიერი მარჯვენა დარტყმის შესასრულებლად, მაგრამ ენდი პოულობდა კონტრშეტევების შესაძლებლობას და დაცვაშიც შესანიშნავად მოქმედებდა.

გარდა ამისა, მარეი ახერხებდა მეტოქის რიტმიდან ამოგდებას მოჭრილი და შემოკლებული დარტყმებით, აგრეთვე, ბადესთან ხშირი გასვლებით. ბრიტანელმა მთელი მატჩის განმავლობაში ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ საერთო ჯამში, შესანიშნავად აწვდიდა და კარგად გამოიყურებოდა შეტევაში. ენდიმ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - 6:4, 6:1, 6:2 და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში.

ბოლო საგზური ერთმანეთში როჯერ ფედერერმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ გაითამაშეს და მაყურებელს სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა აჩუქეს. ხუთსეტიანი და სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ შვეიცარიელი ზედიზედ მეცხრედ გავიდა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში.

მარეის მსგავსად, ფედერერმაც თავიდანვე აქტიურად მოჰკიდა საქმეს ხელი და ბრეიკით დაწინაურდა - 3:1 და სწორედ ამ დროს ჟომ გააკეთა ის, რაც როჯერის არც ერთ მეტოქეს არ გაუკეთებია ამ ტურნირზე - ბრეიკი აიღო. მანამდე შვეიცარიელმა ხუთ მატჩში თავისი 57-ივე გეიმი დაიცვა. თანაფარდობის აღდგენის შემდეგ ფრანგმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, მაგრამ იქ მაინც წააგო სეტი.

მეორე პარტიაში როჯერმა შეცდომებს მოუხშირა, რამაც ცონგას საქმე გაუადვილა. სწორედ მეტოქის უზუსტო დარტყმების შემდეგ მან მეშვიდე გეიმში ბრეიკი გააკეთა, რამაც გადაწყვიტა კიდეც სეტის ბედი, რადგან შვეიცარიელმა დაკარგული ბრეიკის დაბრუნება ვერ შეძლო. ამის შემდეგ, მესამე სეტში მეტოქეებს ისევ დასჭირდათ ტაი-ბრეიკი და ისევ იღბალი ფედერერის მხარეს იყო. თან, ჟოს თამაშმაც დაკარგა სიზუსტე და აგრესიულობა.

მიუხედავად ამისა, მეოთხე სეტი ცონგამ აუჩქარებლად და ცივი გონებით დაიწყო. პირველივე გეიმი თავის მოწოდებაზე "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მესამეში ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რითაც მეტი დამაჯერებლობა იგრძნო და უფრო ენერგიულად შეუტია ფედერერს. ამან საბოლოოდ შედეგი გამოიღო, როცა ჟომ მორიგი ბრეიკი გააკეთა და საჭირო გახდა მეხუთე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტ პარტიაში დაღლილობამ იჩინა თავი. ცონგა პირველ ბურთს იშვიათად აწოდებდა ზუსტად, რაც ფედერერის უპირატესობად იქცა. მეოთხე გეიმში შვეიცარიელმა აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სხვაობა 4:1-მდე გაზარდა. ამ მომენტში ფრანგს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მან იოლად მოიგერია ორი ბრეიკ-პოინტი მეექვსე გეიმში და თითქოს ეს გარდამტეხი მომენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ფედერერმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა, როცა საკუთარი მოწოდება დაიცვა. 2:5-ზე შეიძლებოდა, ყველაფერი როჯერის სასარგებლოდ დასრულებულიყო, მაგრამ ფრანგმა ოთხი სეტბოლი მოიგერია და მესამე ქულა აიღო სეტში.

მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა და თავის მოწოდებაზე როჯერი შეუჩერებელი იყო.

1/4-ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 6:1, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7) 7:6(4), 4:6, 7:6(4), 3:6, 6:3.

1/2-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფერერი (4); მარეი (3)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: დიდი სენსაცია

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს