24-29 ოქტომბერს მიუნხენში მსოფლიოს თასის სუპერფინალი ტარდება
ზეგ, გვიან ღამით ქართველი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე მიუნხენში გაფრინდება, სადაც 24-29 ოქტომბერს მსოფლიოს თასის სუპერფინალი ტარდება. სალუქვაძე ამჯერად მხოლოდ ერთ დისციპლინაში გამოვა - სპორტული პისტოლეტით ისვრის, ამ სახეობაში კი შეჯიბრება 27 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენებური ამ დისციპლინაში სუპერთასის შარშანდელი გამარჯვებულია და წლევანდელ ტურნირში გამოსვლის უფლება შარშანვე მიიღო, თუმცა საგზური წლეულსაც მოიპოვა.

ორივე სახეობაში 12-12 მსროლელი გამოვა. აქამდე 8-8 გამოდიოდა, მაგრამ წლეულს მსოფლიოს თასის ეტაპებიდან გასულ რვა სპორტსმენს შარშანდელი გამარჯვებულები და მსოფლიოს ჩემპიონატის (ეს ტურნირი ამ სახეობაში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და წლეულს ჩატარდა მიუნხენშივე) სამ-სამი მედალოსანიც დაამატეს. ასე მოიყარა თავი 12 ჩუბინმა. სპორტული პისტოლეტით სროლაში სალუქვაძის მეტოქეები რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ჩეხი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლენკა მარუსკოვა, ავსტრალიელი ოლიმპიადისა და მსოფლიოს პრიზიორი ლოლიტა იევლევსკაია, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, ფრანგი სელინ გობერვილი, გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი მუნკბაირ დორჯსურენი, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა, მონღოლი მუნკზულ ჩოგბადრანი, რუსი ანა მასტიანინა, სერბი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და მისი სახელოვანი თანაგუნდელი, სალუქვაძესავით ყველა ტიტულის მფლობელი იასნა სეკარიჩი. ამათგან ორივე დისციპლინაში, ანუ სპორტულსა და პნევმატურში ერთად მხოლოდ ოთხი გამოვა - იევლევსკაია, ბაიბუსინოვა, კლიმოვა და არუნოვიჩი. ბოლო სამი მსროლელი აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ წლეულს კარგად ისროლეს, თუმცა კლიმოვა და არუნოვიჩი არც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბრწყინავდნენ. აი, იქ კი ორივემ ნამდვილი ფურორი მოახდინა და ძველებს იარაღი დააყრევინა - კლიმოვა სპორტულში გახდა ჩემპიონი, არუნოვიჩმა კი, რომელმაც წლეულს აშკარად დაჩრდილა სეკარიჩი, პნევმატურში გაიმარჯვა, სპორტულში კი ვერცხლი მოიპოვა. ვნახოთ, გააგრძელებენ თუ ვერა ისინი ასეთსავე წარმატებულ გამოსვლას მომდევნო სეზონებში.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის მოპოვებას მერვედ შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე