ანტალიურ შეკრებაზე მყოფ "დინამოში" სამი უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება
ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი საკონტროლო მატჩი ყარაღანდის "შახტიორთან" გამართა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი ყაზახებმა 85-ე წუთზე გაიტანეს.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, სათამაშო უპირატესობას ქართველები ფლობდნენ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის მიწურულს "შახტიორის" მცველმა ბურთს კარისკენ მიმავალი გზა ხელით გადაუღობა, მაგრამ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს.

მეორე ტაიმში "დინამო" მოედანზე სრულიად განსხვავებული თერთმეტეულით გავიდა, თამაში კი უფრო დინამიკური გახდა. ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი რეხვიაშვილმა, ხოლო თბილისელთა კარი ერთხელ მეკარე თორნიკე ზარქუამ იხსნა.

სხვადასხვა მიზეზის გამო 23 იანვარს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ჩისკოს, გიორგი სეთურიძეს, გივი კვარაცხელიას, ნიკა დიასამიძეს, ლევან ტყეშელაშვილსა და გიორგი პაპავას.

"დინამოს" შემადგენლობაში სამ ახალ გვარსაც აღმოაჩენდით. სამივე მათგანი სინჯებზეა.

სენეგალელი მცველი ემანუელ მენდი 20 წლისაა და 2009-იდან 2012 წლამდე ინგლისური "ლივერპულის" სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მცველია 18 წლის სერბი ალექსანდრ რადოვანოვიჩიც, რომელიც ბოლოს სამშობლოში, "მაჩვა საბაჩში" გამოდიოდა და მისი ღირსება 30-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა.

ასევე უკანახაზელია 21 წლის დიეგო მალანია, რომელმაც ბოლო სამი სეზონი რუსეთის მეორე ლიგის "ზნამია ტრუდაში" გაატარა, რომლის მაისურითაც 75 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

23.01. საკონტროლო მატჩი. თურქეთი

დინამო-შახტიორი 0:1

"დინამო" პირველ ტაიმში: ლორია, შაშიაშვილი, გველესიანი, მალანია, მენდი, კოტო, ძარია, ალვარო, მერებაშვილი, დვალი, შინდაგორიძე

"დინამო" მეორე ტაიმში: ზარქუა, ტვილდიანი, ხიზანეიშვილი, რადოვანოვიჩი, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ხმალაძე, ჯიღაური, გლიშიჩი, ხოჭოლავა, ტატანაშვილი.

Video

დინამო - შახტიორი 0:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
ar cachamot dinamos
Davit
კოლხეთს უგებს ხო მოვა დრო კოლხეთი რომ უგებდეს იქნება ყველას
ვახო
დინამო მარტო ბოლნისის სიონს და ფოთის კოლხეტს უგებს.
ზურა
დიეგო ქართველია?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ