მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა უარყო "მარკას" ინფორმაცია, თითქოს კლუბის ლიდერები მოურინიოს დარჩენის შემთხვევაში გუნდიდან წავლენ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც უარყო მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს ჟოზე მოურინიოსა და "რეალის" ფეხბურთელთა შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ესპანეთში გავრცელდა ხმები, თითქოს კაპიტნების შეხვედრაზე ფლორენტინო პერესთან იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა საკითხი ასე დააყენეს: თუ მოურინიო მომავალ სეზონშიც "რეალში" დარჩება, მაშინ ისინი წავლენ სამეფო კლუბიდან. ფლორენტინო პერესმა მსგავსი შინაარსის საუბარი გამორიცხა.

"მე არ მიყვარს ხოლმე პრესკონფერენციების გამართვა, როცა კლუბი პროცესშია, სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ ახლა ტრადიციას უნდა ვუღალატო: დღეს დილით გავრცელებული ჭორი აღმაშფოთებელია, ასეთი რამ "რეალს" არ ეკადრება და ნუ აკადრებთ. პრესკონფერენციის გამართვა უმალ გადავწყვიტე, ჟოზე მოურინიომ ამის შესახებ არცკი იცოდა.

სრული სიცრუეა, თითქოს ჩემთან შეხვედრაზე კაპიტნებმა რაიმე ნეგატიური თქვეს მწვრთნელის შესახებ. არანაირი ულტიმატუმი კასილიასსა და რამოსს არ წამოუყენებიათ.

დღეს გავრცელებული ინფორმაცია არა მარტო სრული სიცრუეა, არამედ ეს არის კლუბზე სერიოზული შეტევა. პრესას დიდ პატივს ვცემ, კრიტიკას ხშირად ვუსმენ, ხანდახან უსამართლოსაც კი, მაგრამ ეს კრიტიკა არაა.

არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით გადასვლასაც არ გირჩევთ. თქვენ ეს ზღვარი გადალახეთ: ეს არ არის ყოველდღიური ჭორი, როცა რომელიმე ფეხბურთელი გადმოგყავთ "რეალში", ან "რეალიდან" უშვებთ; ეს უკვე პროფესიული ეთიკის საკითხია და სერიოზული დასკვნებია გამოსატანი".

ფლორენტინო პერესი, პირველ რიგში, "მარკას" პუბლიკაციამ გააღიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია, "მარკა" მაინც თავის აზრზეა - გამოცემა ამტკიცებს, რომ ნაღდი ინფორმაცია მოიპოვა და არა ჭორი.

ასევე იხილეთ:

კასილიასმა და რამოსმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ, თუ მოურინიო ზაფხულში კლუბში დარჩება

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა