"სან პაულო" თითქმის ჯგუფურ ეტაპზეა
კოპა ლიბერტადორესის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ორი მატჩი გაიმართა. ბრაზილიის ბოლო ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა "გრემიომ" სტუმრად "ლდუ კიტოსთან" წააგო, სერია "ა"-ში მეოთხეზე გასულმა და კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულმა "სან პაულომ" კი "ბოლივარს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო.

აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ "ლდუ კიტო"-"გრემიოს" წყვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ცენტრალური დაპირისპირება იყო. ზოგადად, ორმატჩიან დუელში პირველი შეხვედრის 0:1 წაგება კარგი და სასიამოვნო შედეგი არ არის, მაგრამ მეტოქის და გარემო პირობების გათვალისწინებით, ეს მარცხი "გრემიოსთვის" კატასტროფა არ უნდა იყოს. "ლდუ კიტო" საკმაოდ ძლიერი გუნდია, ხოლო ეკვადორის დედაქალაქში გაიშვიათებული ჰაერის გამო თამაში აბსოლუტურად ყველა გუნდს უჭირს.

მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე კარლოს ფერაუდმა გაიტანა. საინტერესოა, რომ გაშვებულ გოლამდე ერთი წუთით ადრე სტუმართა კარში მარსელო გროე ჩადგა, რომელმაც 75-ე წუთზე დიდა შეცვალა, ვისაც ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. სტუმართა რიგებში პირველი მატჩები ჩაატარეს კრისმა, ვილიან ჟოზემ და ედუარდო ვარგასმა, მაგრამ ვერც მათ და ვერც ელანო-ზე რობერტო-მარსელო მორენოს ტრიომ მასპინძლებს გოლი ვერ გაუტანეს.

"სან პაულოს", ერთი შეხედვით, სუსტი მეტოქე შეხვდა, მაგრამ კიტოსი არ იყოს, თამაში ლა პასშიც ძალიან ძნელია, თუ უფრო ძნელი არა (ლა პასი ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, კიტო – 2800 მეტრის სიმაღლეზე). შესაბამისად, ბრაზილიელებს პირველ შეხვედრაში სერიოზული ფორის შექმნა მართებდათ და "სან პაულომ" ამ ამოცანას თავი 100-პროცენტით გაართვა.

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს შემტევმა ფეხბურთელებმა – ლუიშ ფაბიანომ ორი გოლი გაიტანა, ჟადსონმა და ოსვალდომ თითო გოლს თითო საგოლე პასიც დაუმატეს, ხოლო გუნდის დებიუტანტი ალოიზიო ("ფიგეირენსედან" გადმოვიდა) საგოლე გადაცემით დაკმაყოფილდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ლეგენდარულმა როჟერიო სენიმ დააფიქსირა, რომელმაც 63-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. 40 წლის მეკარემ კარიერიაში 108-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირ მეკარეთა სიაში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა (მეორეზე ხოსე ლუის ჩილავერტია 62 გოლით, მესამეზე კი ბულგარელი დიმიტარ ივანკოვი – 42 გოლით).

ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები.

ლდუ კიტო-გრემიო 1:0

გოლი: 1:0 ფერაუდი (76).

სან პაულო-ბოლივარი 5:0

გოლები: 1:0 ოსვალდო (8), 2:0 ლუიშ ფაბიანო (21), 3:0 ლუიშ ფაბიანო (45), 4:0 ჟადსონი (60), 5:0 როჟერიო სენი (63-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასის გათამაშება დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე