რობერტო ბაჯოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მოკლედ ვთქვათ, რომ ეს ლეგენდარული ადამიანი ბოლო ხანს ფედერკალჩოში მუშაობდა

რობერტო ბაჯოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მოკლედ ვთქვათ, რომ ეს ლეგენდარული ადამიანი ბოლო ხანს ფედერკალჩოში მუშაობდა.

მისი ფუნქცია გახლდათ ბავშვთა ფეხბურთში სისტემის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა და ტალანტებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. 24 იანვარს რობერტომ განცხადება დაწერა, რომლის მიხედვითაც, ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

იტალიურ სპორტულ პრესაში უმალ აგორდა ჭორები, რომ ბაჯოს გადაწყვეტილება მის მომავალ სამწვრთნელო საქმიანობას უკავშირდება, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ ისიც ითქვა, რომ რობი შესაძლოა ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწედ მიუნხენის "ბაიერნში" ვიხილოთ. ამ ყველაფერზე თავად ბაჯომ ისაუბრა და დროა, სიტყვა მას გადავცეთ...

მიზეზი

ფედერკალჩოში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ იტალიური ფეხბურთისთვის სარგებელი მომეტანა და რადგან ეს საქმე მთლად კარგად არ გამომდის, ჯობია, რომ პოსტი დავტოვო.

სავარძელში უფუნქციოდ ჯდომა ნამდვილად არ მინდა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამით გახლდათ განპირობებული. უფრო დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ ფედერკალჩომ ჩემი პროექტი განიხილა და სამწუხაროდ, უარყოფითად შეაფასა. არადა, ამ საქმეზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ პროექტი 900 გვერდს მოიცავს.

გამოვიდა, რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყარა და ფეხბურთის ფედერაციაში ჩემს გაჩერებას უკვე არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.

გვარდიოლას თანაშემწედ...

პეპ გვარდიოლასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ხმებიც ალბათ ამად გავრცელდა. სიმართლე გითხრათ, გვარდიოლასგან შეთავაზება არ მიმიღია და რომც მივიღო, დიდი ალბათობით, უარს ვიტყვი.

შესაძლოა, დადგეს ის დრო, როდესაც გვარდიოლასთან ერთად ვიმუშავებ, მაგრამ დღეს ეს ნაკლებად სავარაუდოა. რას ვაპირებ? - ცოტა ხანი ალბათ არგენტინაში გავემგზავრები და დავისვენებ, შემდეგ კი, ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტო ბაჯო შეიძლება ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი გახდეს "ბაიერნში"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!