"ბაიერნის" ფრანგი გარემარბი მართლაც კარიერის პიკშია

"ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების გარემარბ ფრანკ რიბერის თავდაჯერებულობა არასდროს აკლდა; ახლა კი, როცა მართლაც კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთებასაც აღარ ერიდება.

რიბერი ამ სეზონში ტრავმირებულიც იყო, ბუნდესლიგაში 18-იდან 13 მატჩში იასპარეზა, მაგრამ "კიკერის" შეფასების მიხედვით, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია (საშუალო შეფასება 2.12).

თუმცა იმის სათქმელად, რომ რიბერი კარიერის პიკშია, ციფრები და შეფასებები არცაა საჭირო - საკმარისია, მის თამაშს უყუროთ, რომ ამაში ისედაც დარწმუნდებით. სისწრაფით, კრეატიულობითა და დრიბლინგებით ფრანგი "ბაიერნის" მეტოქეების ფლანგის მცველებს თავზარს სცემს და ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის ცხრილს უდიდესი უპირატესობით ლიდერობს.

"ასეთ ფორმაში მართლა არასდროს ვყოფილვარ. თამამად ვიტყვი, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაში სწორედ ახლა ვარ, - აცხადებს 29 წლის შემტევი ნახევარმცველი "კიკერისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში და დასძენს, - ვიცი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. ამას ყველა ხედავს და აღიარებს, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესოდ ადრეც მომიხსენიებდნენ. ახლა კი მართლა თამამად ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დონე დიდხანს შევინარჩუნო."

ბუნდესლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში რიბერის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე პასია. ბუნდესლიგის გოლს პლუს პასის რეიტინგში მასზე უკეთესი შედეგები თომას მიულერს (9 გოლი, 10 პასი) და ტონი კროოსს (6 გოლი, 6 პასი) აქვთ, თუმცა მიულერმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კროოსმა კი სულაც 18-ივე შეხვედრაში იასპარეზა. ყოველ შემთხვევაში, ამ შედეგით პირადად რიბერი კმაყოფილია.

"როგორც ხედავთ, საგოლე პასების გაკეთება უფრო მიყვარს. გაცილებით მეტი გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ და როცა ვხედავ, რომ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, ყოველთვის პასის მიცემა მირჩევნია. სწორედ ასეთია ჩემი მენტალიტეტი, ასე გამზარდეს, ეგოისტი ვერ ვიქნები - გუნდისთვის ვმუშაობ," - ამბობს "ბაიერნის" ლიდერი.

რიბერი ჰაინკესის ფანია

ფრანგი "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს რომ ემეგობრება, ეს ყველამ იცის. ახლა კი ჩვენს გერმანელ კოლეგებს რეკორდმაისტერის ამჟამინდელი თავკაცის, იუპ ჰაინკესის სიყვარულშიც გამოუტყდა:

"როცა მოედანზე ვარ, მწვრთნელისთვისაც ვთამაშობ - პირადად იუპ ჰაინკესისთვის, რომელიც ბრწყინვალე ადამიანია. შეუძლებელია, "დონ იუპს" იცნობდე და ყველაფერი არ გააკეთო მისი გახარებისთვის. იუპი ხშირად მესაუბრება და მეკითხება, რა და როგორ მირჩევნია. ჩემს თხოვნას ან რჩევას საკმაოდ ხშირად ითვალისწინებს ხოლმე და მას სწორედ ასეთი მიდგომისთვის ვაფასებ. ჰაინკესი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისი ხელმძღვანელობითაც მითამაშია!"

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" მოქმედ ჩემპიონ "დორტმუნდს" 12 ქულით უსწრებს, რიბერი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტად არა მეორეადგილოსან "ლევერკუზენს", არამედ სწორედ მესამე ადგილზე მყოფ "ბორუსიას" მიიჩნევს:

"ახლა ისეთი გუნდი გვყავს, რომლითაც ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია. უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა, გერმანიის ჩემპიონობაა, მაგრამ "დორტმუნდი" ყველაზე სახიფათო მეტოქედ რჩება. წაფორხილების უფლება არ გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ დორტმუნდელები ამით მაშინვე ისარგებლებენ."

რიბერის აზრით, ბაიერნი საუკეთესო სამეულშია

ფრანგი გარემარბი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მისი აზრით, "ბაიერნი" დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბების სამეულშია: "მსოფლიოს მასშტაბით კლუბების რეიტინგის საუკეთესო სამეულში "ბაიერნი" ნაღდად შედის და დანარჩენი ორი თქვენ შეარჩიეთ. სტრუქტურისა და ორგანიზების მხრივ კი, რეკორდმაისტერი სულაც საუკეთესოა. "ბაიერნი" "ბაიერნია" - ამ გუნდს ვერც ერთი კლუბი ვერ შეედრება!"

რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას: "ცოტა არ იყოს, დამწუხრებული ვარ, ჰაინკესი რომ მიდის. შეიძლება, 67 წლისაა და ხანში შედის, მაგრამ მისი ტვინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა," - აცხადებს რიბერი, რომელმაც გვარდიოლაზე საუბარი არ ისურვა - ახლა ჩვენი მწვრთნელი ჰაინკესია და პეპზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ოფიციალურად დაინიშნებაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანკ რიბერი: "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი გახდება

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა