რაფაელ ნადალის არყოფნაში, მამაკაცთა ბადის წილისყრისას იღბალი ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარეს იყო
რაფაელ ნადალის არყოფნაში, მამაკაცთა ბადის წილისყრისას იღბალი ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარეს იყო, რადგან ნახევარფინალში მისი პოტენციური მეტოქე არა მესამე ნომერი ენდი მარეი, არამედ, მეოთხე ჩოგანი დავიდ ფერერი გახდა.

ამ ესპანელს არაერთხელ უთქვამს, რომ ტურნირებს იმის წყალობით იგებს, რომ ფინალში არ "ეჯახება" ფედერერს, ჯოკოვიჩს ან ნადალს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავიდს თავად არ სჯერა, რომ ამ სამეულის გადამკიდე, ოდესმე შეძლებს "დიდი სლემის" ტურნირის მოგებას.

გამონაკლისი არც გუშინდელი ნახევარფინალი იყო ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. სერბის მატჩმა მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ დაგვანახა, რომ ნოლემ გადალახა მცირე კრიზისი, თავად ფერერმა კი ამავე ეტაპზე სასწაულებრივ გადაარჩინა შეხვედრა ნიკოლას ალმაგროსთან (შეგახსენებთ, რომ ალმაგრო სამჯერ აწვდიდა მატჩზე).

თამაშის სტარტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჯოკოვიჩი უფრო სახიფათოდ თამაშობდა, მაგრამ დავიდი ღირსეულ ბრძოლას ახერხებდა . მაგრამ, როგორც კი სერბმა შესანიშნავად ჩაატარა ერთი გეიმი მიღებაზე და ბრეიკი გააკეთა, ესპანელი საბოლოოდ მოიშალა.

პირველი სეტის დამაჯერებლად აღების შემდეგ, ნოვაკმა მორიგი ბრეიკი უკვე მეორე სეტის მესამე გეიმში გააკეთა. ამასთან, ჯოკოვიჩის მოწოდებაზე ბრძოლა საერთოდ არ იყო: რაღაც მომენტში, სერბმა ზედიზედ 22 (!) ქულა აიღო და ეს სერია 4:1-ზე და 15:0-ზე შეწყვიტა.

ნოვაკი იოლად იგებდა გეიმს გეიმზე და თამაშის დაწყებიდან სადღაც ერთი საათის შემდეგ მეორე პარტიაც მოიგო.

მესამე პარტიის სტარტზე ბრეიკის გაკეთებით, ჯოკოვიჩმა საბოლოოდ გაილაღა, დავიდი კი უბრალოდ მოვალეობას იხდიდა კორტზე. ამ პარტიაში სერბმა მხოლოდ ერთხელ მისცა საკუთარი თავს მოდუნების საშუალება, თუმცა ამას მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 6:2, 6:2, 6:1 - ასეთი ანგარიშით გაიფორმა ჯოკოვიჩმა ფინალში გასვლა.

სხვათა შორის, უკანასკნელად ავსტრალიის ღიას ნახევარფინალის ერთ-ერთმა მონაწილემ 2007 წელს წააგო მატჩი ისე, რომ ჯამში მხოლოდ ხუთი გეიმი მოიგო - მაშინ ფერნანდო გონსალესმა ტომი ჰაასი 6:1, 6:3, 6:1 დაამარცხა. უფრო ნაკლები რაოდენობის გეიმი ამ სტადიაზე ბოლოს 22 წლის წინ გათამაშდა - მატს ვილანდერი სასტიკად განადგურდა 1990 წელს სტეფან ედბერგთან - 1:6, 1:6, 2:6.

ავსტრალიის ღიაზე მეორე ნახევარფინალია: ტიტანთა ბრძოლა ენდი მარეისა და როჯერ ფედერერს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: როჯერ ფედერერმა იბრძოლა, ენდი მარეიმ გაისეირნა

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა