შავკანიანი გოგონა სლოან სტივენსი, რომელიც 1993 წლის გაზაფხულზე ფლორიდაში დაიბადა
შავკანიანი გოგონა სლოან სტივენსი, რომელიც 1993 წლის გაზაფხულზე ფლორიდაში დაიბადა, სერენა უილიამსთან ერთი მოგებით უკვე გახდა გმირი და ერისთვის მისაბაძი მაგალითი.

"ტვიტერზე" მისი მკითხველების რაოდენობა ორ საათში 17 ათასიდან 41 ათასამდე გაიზარდა. ჟურნალისტები კი პრესკონფერენციაზე სრული სერიოზულობით ეკითხებოდნენ: "უკვე მოგივიდათ შეტყობინება თეთრი სახლიდან?" მანაც ასევე სერიოზულად უპასუხა, რომ ჯერ არა, მაგრამ იმედი აქვს, რომ ერთხელ შეხვდება ბარაკ ობამას.

მაინც ვინ არის მის სტივენსი - ერთ-ერთი იმ ხუთ ჩოგბურთელთაგან, რომლებმაც ბოლო წლებში სერენა დაამარცხეს?

ახალგაზრდა ვარსკვლავის დედა სიბილ სმიტი - მასწავლებელია. სწორედ მან შეიყვანა გოგონა ჩოგბურთზე 9 წლის ასაკში. და სწორედ მისგან ელოდა სლოანი SMS შეტყობინებას სერენასთან გამარჯვების შემდეგ, როცა თავისი ჩანთისკენ გაიქცა. მაგრამ დედის შეტყობინება ვერ მონახა, რადგან უკვე ორასამდე მისალოცი SMS ჰქონდა მიღებული.

სლოანის მამა - ჯონ სტივენსი, თავის დროზე, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა გუნდ "ნიუ ინგლენდ პეტრიოტში". თუმცა მამასთან ურთიერთობა საკმაოდ გვიან - 13 წლის ასაკში დაიწყო (სლოანის მშობლები განქორწინებულები იყვნენ). დიდი ხნის განმავლობაში მამა და შვილი თითქმის ყოველდღიურად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით. ჯონი 2009 წლის პირველ სექტემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა - აშშ-ის ღია პირველობის წინ. სლოვანი ლუიზიანაში დაკრძალვაზე გაემგზავრა და შემდეგ მაინც გამოვიდა ტურნირზე, მაგრამ წარუმატებლად.

სხვათა შორის, იუნიორებს შორის სტივენსი დიდად ვერ ბრწყინავდა: ორი ნახევარფინალი "დიდ სლემზე" (როლან გაროსი-2009, აშშ-ის ღია პირველობა-2010) კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეს არის და ეს. "დიდების" კატეგორიაში გადასვლის შემდეგ კი სლოანმა საკმაოდ სწრაფად გააცნო თავი საჩოგბურთო საზოგადოებას.

მან მონაწილეობა მიიღო WTA-ის სამი ტურნირის ნახევარფინალში - შარშან სტრასბურსა და ვაშინგტონში, აგრეთვე წელს ჰობარტში. ახლა, ამერიკელს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირზე უთამაშია მინიმუმ მესამე წრეში, შარშანდელი შედეგების მიხედვით კი ერთადერთი თინეიჯერი აღმოჩნდა რეიტინგის TOP50-ში – 38-ე ადგილზე გავიდა. ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე გარღვევით ის საერთოდ მე-19 პოზიციაზე გადაინაცვლებს და აშშ-ის მეორე ნომერი გახდება. მის წინ მხოლოდ სერენაა, რომლის პოსტერებით აჭრელებულია სტივენსის ოთახი.

თავად სლოანის აღიარებით, მას უყვარს ნივთების შეძენა ონლაინ მაღაზიებში, აგრეთვე აღმერთებს კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთს. ტურნირებზე ყოფნის დროს, სერიალების ყურებით ერთობა. ყოველ საღამოს დადის ერთი და იმავე რესტორანში. ეს ერთგვარი ტრადიციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

განრისხებულმა სერენა უილიამსმა კორტზე ჩოგანი დაამტვრია [VIDEO]

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე