ანჩელოტი მზადაა, რუნის ხელში ჩასაგდებად ”რეალთან”, ”ბარსელონასთან” და ”მილანთან” დაძაბულ ბრძოლაში ჩაებას

ლონდონის ”ჩელსი” აპირებს ”მანჩესტერ იუნაიტედს” უეინ რუნის სანაცვლოდ 30 მილიონ დოლარზე მეტი შესთავაზოს. გარიგება შეიძლება უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს შედგეს, რომელიც მომავალი წლის იანვარში გაიხსნება.

გამოცემა The Times-ის შეფასებით, 24 წლის ფორვარდის გადაბირების პერსპექტივები მას შემდეგ გახდა რეალური, როცა მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ რუნისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა.

ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ”მანჩესტერ სიტისთან შედარებით, რომელიც მზადაა ”შრეკში” 55 მილიონამდე გაიღოს, "ჩელსი" გაცილებით ნაკლები თანხის გადახდას აპირებს, ”არისტოკრატების” შანსები უფრო დიდია. თუმცა რუნის ”ჩელსისთვის” მიყიდვას ”ალისფერი ეშმაკების” მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ძნელად თუ დათანხმდება.

როგორც ცოტა ხნის წინ ”არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ”ჩელსი” მზადაა რუნის ხელში ჩასაგდებად ”რეალთან”, ”ბარსელონასთან” და ”მილანთან” დაძაბულ ბრძოლაში ჩაებას.

”ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ, საბოლოოდ როდის გადაწყვეტს რუნი ”მანჩესტერის” დატოვებას. თუ მანჩესტერელები რუნის გაყიდვას მოისურვებენ, ”ჩელსი” რა თქმა უნდა დაინტერესდება მისით" - აღნიშნა ანჩელოტიმ.

ვნებათაღელვა მსოფლიოს და პრემიერლიგის ერთერთი საუკეთესო ფორვარდის ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც რუნისა და ფერგიუსონს შორის ურთიერთობა წახდა. სერ ალექსი ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებულმა სკანდალურმა სტატიებმა აღაშფოთა, სადაც რუნის მსუბუქი ყოფაქცევის ორ ქალთან კავშირზე იყო საუბარი. ამის გამო უეინი ”მანჩესტერის” ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ვეღარ იქცა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა