ბოლო წლებში უცხო ქვეყნის ნაკრებებში ბევრ ქართველს უთამაშია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაზე უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა
ბოლო წლებში უცხო ქვეყნის ნაკრებებში ბევრ ქართველს უთამაშია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაზე უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა ტურნირზე ერთდროულად სამი ქართველი წაიყვანა: მცველები ბადრი აქუბარდია და დავით იაშვილი (ორივე - კიევის "დინამო"), აგრეთვე, შემტევი ნახევარმცველი ირაკლი მესხია ("ჰოვერლა-ზაკარპატიე", უჟგოროდი).

უკრაინელებმა 19 იანვარს ლიტვას 3:0 მოუგეს. აქუბარდია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, იაშვილი - 81-ეზე, მესხიას არ უთამაშია.

20 იანვარს უკრაინელებმა მოლდოველებს 2:0 სძლიეს. ქართველებიდან კვლავ ორმა ითამაშა და ამჯერადაც შეცვლაზე: აქუბარდია თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, მესხია - 72-ეზე. ამჯერად იაშვილი დაასვენეს.

22 იანვარს უკრაინელები თურქმენეთს დაუპირისპირდნენ და 5:0 მოუგეს: სამივე ქართველი ძირითადში იყო, მესხია 72-ე წუთზე შეცვალეს.

კოვალეცის გაწვრთნილებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში ისევ მოლდოვას დაუპირისპირდნენ: უკრაინელების უპირატესობა ამჯერად ეჭვს აღარ იწვევდა - 5:0.

აქუბარდიას არ უთამაშია, იაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შეუშვეს, მესხია - 56-ეზე. ამ უკანასკნელმა მოლდოველთა განადგურებაში თავისი წვლილი შეიტანა და 64-ე წუთზე გოლი გაიტანა.

25 იანვარს ნახევარფინალებია: უკრაინა ლიტვას შეხვდება, რუსეთი - ბელორუსს და გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს 27 იანვარს დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!

უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად