"ბარსელონა" და "რეალი" სამეფო თასის ნახევარფინალში ეომებიან ერთმანეთს

კერკეტი კაკალი ატლეტიკო

"ატლეტიკომ" "ბეტისს" საპასუხო მატჩში ოცნების შანსიც არ მისცა - "ჩოლო" მეტისმეტად "კერკეტი კაკალია", დიეგო სიმეონეს გუნდმა მეტოქეს ფეხი არ გაანძრევინა.

ამას დაემატა მასპინძელთა ცენტრალური მცველის, ანტონიო ამაიას და სარეზერვო მეკარის კასტო ესპინოსას "შეხმატკბილებული" მოქმედება ტაიმის მიწურულს, რომელთაც ერთობლივად აჩუქეს ბურთი დიეგო კოშტას და ბრაზილიელმაც საბოლოოდ მოკლა ინტრიგა. მატჩის მიწურულს ხორხე მოლინამ მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა - 1:1.

პეპე მელი (ბეტისი): "ჩვენი შანსი "ვისენტე კალდერონზე" დავკარგეთ - გოლის გატანის შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, ყველაფერი პირველი გოლისას გადაწყდა. "ატლეტიკო" ძალიან კარგი გუნდია და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ქალაქ სევილიას დიდ პატივს ვცემ, მე აქ ძალიან კარგი დრო გავატარე. ძალიან კარგად ვიმუშავეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ არ ვისახავთ შორეულ გეგმებს, ვფიქრობთ მხოლოდ მომავალ მატჩზე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

შოუ ლა როსალედაზე

თავიდანვე მაღალ ტემპში დაწყებული თამაში ასევე გაგრძელდა, ამიტომაც "ლა როსალედაზე" 6 გოლი ვიხილეთ, აქედან 4 მასპინძელთა კარში.

ჟორდი როურას ბიჭებმა თავი საკმაოდ რთული მდგომარეობიდან დაიძვრინეს. მანუელ პელეგრინის გუნდი ყოჩაღობდა, მაგრამ საბოლოოდ სესკის, ინიესტას, მესის და ჩავის (რომელიც მეორე დღეს 33 წლის გახდა) მოწადინებამ თავისი გაიტანა.

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ძალიან ძლიერ მეტოქეს ვებრძოლეთ. დღეს "ლა როსალედაზე" დიდი ფეხბურთი ვნახეთ. ახლა ძალიან ცოტა დრო გვრჩება კვირის მატჩამდე ჩემპიონატში და მხოლოდ "მალიორკასთან" შეხვედრაზე ვფიქრობ".

ჟორდი როურა (ბარსელონა): "ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის რეაქცია მაშინ, როცა ჩვენთვის არასასურველად ვითარდებოდა მოვლენები. კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში".

მეოთხედფინალი. საპასუხო მატჩები

ბეტისი-ატლეტიკო 1:1 (0:2)

გოლები: 0:1 დ. კოშტა (45), 1:1 მოლინა (90-პენ)

ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ა. ლოპესი, პერკისი, ამაია, ნაჩო - რ. პერესი, ბენიატი (46. მოლინა) - ვადილიო, სევილია, კემპბელი (46. მოლინსი) - რ. კასტრო (69. ნონო).

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - მანკილიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი (54. ემრე), მ. სუარესი - ადრიან ლოპესი, კოკე, არდა თურანი (73. რაულ გარსია) - დ. კოშტა (62. კ. როდრიგესი).

მალაგა-ბარსელონა 2:4 (2:2)

გოლები: 0:1 პედრო (8), 1:1 ხოაკინი (12), 1:2 პიკე (49), 2:2 სანტა კრუსი (68), 2:3 ინიესტა (75), 2:4 მესი (80)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო, იტურა - დუდა (62. პორტილიო), ხოაკინი (80. სავიოლა), სება ფერნანდესი (85. პიაზონი) - სანტა კრუსი.

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (89. ადრიანო) - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო (86. სანჩესი), მესი (81. ტ. ალკანტარა), ინიესტა.

ნახევარფინალი

რეალი-ბარსელონა

ატლეტიკო-სევილია

მატჩები 30 იანვარს და 27 თებერვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მალაგასთან" მატჩში ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...