მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ყატარული შეკრებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ

20 იანვარს "უაით ჰართ ლეინზე" მძიმე დაპირისპირების (1:1) გადატანის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი შემადგენლობით ყატარს გაფრინდა, სადაც 4-დღიანი შეკრება "ესპაიერის" საწვრთნელ ცენტრში მოაწყო.

ინგლისში დაბრუნებისთანავე ფეხბურთელებმა შთაბეჭდილებები კლუბის ვებგვერდს გაუზიარეს. ისინი უაღრესად ბედნიერები დარჩნენ, რომ იანვარში მცხუნვარე მზის ქვეშ უწევდათ ვარჯიში.

ნემანია ვიდიჩი (კაპიტანი): "ყველაფერი დიდებული იყო. ამინდი მართლაც ზღაპრული დაგვხვდა, საწვრთნელ ცენტრზე კიდევ რა გითხრათ? მზიან ამინდში ვარჯიში კარგი იყო, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, მანჩესტერში რა ხდება ხოლმე იანვარში. აქ სამი წლის წინაც გახლდით და შემიძლია ვთქვა, რომ ორივე შეკრებამ დაუვიწყარი მოგონებები დამიტოვა".

რაიან გიგზი: "ყველაფერი მართლა მაგარი იყო - ამინდიც, ბაზაც. იმედია, რომ ეს ყველაფერი სეზონის ბოლომდე გაგვყვება, რადგან ვარჯიშის გარდა ბიჭებს იმის დროც გვქონდა, რომ სანაპიროზე გავრუჯულიყავით და გოლფში "ყატარ მასტერსის" ტურნირს დასწრებოდით".

მაიკ ფელანი (მწვრთნელის ასისტენტი): "საამაყოდ გვაქვს საქმე, რომ ისევ მოგვიწია "ესპაიერში" შეკრებამ. ცენტრის პერსონალი შეუდარებელი იყო, მთლიანად კომპლექსი კი უმაღლესი კლასის".

ტრანსფერები

"ლესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 20 წლის მცველის მაიკლ კინის 5-თვიან საიჯარო ხელშეკრულებაზე მიაღწია შეთანხმებას.

მართალია, კინს ირლანდიური ფესვები აქვს (2 თამაში აქვს ჩატა¬რ¬ე¬ბული ამ ქვეყნის 17-წლამდელებში), მაგრამ ახლა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

მაიკლი "მელიების" შემადგენლობაში ნოემბრიდან ირიცხება და მას მერე 4 თამაშის ჩატარება მოასწრო. "მოხარულები ვართ, რომ "იუნაიტედი" სეზონის ბოლომდე დავითანხმეთ კინის იჯარაზე. ის ჩვენთან მაღალ დონეზე თამაშობს და გამოცდილებას ნელ-ნელა იძენს," – აცხადებს "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი. თანაგუნდელით აღფრთოვანებულია "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" ყოფილი მარცხენა მცველი პოლ კონჩესკი. მაიკლს ის ინგლისური ფეხბურთის ახალი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენელს უწოდებს.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, მას მერე, რაც "იუნაიტედში" ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა, "ეშმაკებმა" ზაფხულისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაბევება გადაწყვიტეს.

ლაპარაკია "სენტ ეტიენის" 18 წლის მცველ კურტ ზუმაზე, ვინც ასაკის მიუხედავად "მწვანეების" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდება. იუნიორ ფრანგზე აქცენტი მას მერე გაკეთდა, რაც "ბენფიკასთან" ესეკილ გარაის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გართულდა. ზუმას შეძენას "იუნაიტედის" გარდა "მანჩესტერ სიტიც" გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მანჩესტერ იუნაიტედი": კიდევ ერთხელ დავიდ დე ხეაზე

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა