როჯერ ფედერერი თამაშგარე მდგომარეობაშია
ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში ერთადერთი მატჩი იმართებოდა - უნდა გარკვეულიყო ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე.

თუ სერბისა და დავიდ ფერერის ნახევარფინალში ინტრიგა თითქმის არ არსებობდა, როჯერ ფედერერისა და ენდი მარეის დაპირისპირებაში ძალიან რთული იყო გამარჯვებულის გამოცნობა.

პირად შეხვედრებში ჩოგბურთელებს თითქმის თანაფარდობა ჰონდათ: 10:9-ს იგებდა ბრიტანელი. ამასთან, შარშან, ხუთიდან სამ მატჩში ფედერერმა გაიმარჯვა.

ამ ტურნირზე ორივე ჩოგბურთელი ძალიან ხარისხიან ჩოგბურთს აჩვენებდა. ფედერერს მხოლოდ ერთ მატჩში გაუჭირდა, როცა მეოთხედფინალში ხუთი სეტი დასჭირდა ჟო-ვილფრიდ ცონგას დასამარცხებლად.

რაც შეეხება, ენდის, მას ნახევარფინალამდე არც ერთი სეტი არ წაუგია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფედერერს ბრიტანელზე გაცილებით რთული მეტოქეები ჰყავდა.

ყველასთვის მოულოდნელად, პირველ სეტში მარეი უკეთ უტევდა, მაგრამ, ამასთან, ბევრ შეცდომას უშვებდა. და ასეთმა ჩოგბურთმა ენდის შედეგი მოუტანა - უკვე სასტარტო გეიმში როჯერს ბრეიკ-პოინტების მოგერიება მოუწია, 1:1-ზე კი მარიემ ბრეიკი გააკეთა. თავად ბრიტანელს საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ერთხელ შეექმნა პრობლემა, როცა სამი გეიმბოლიდან გაირთულა საქმე, მაგრამ გადაარჩინა გეიმი. საინტერესოა, რომ პირველ სეტში როჯერს არც ერთი ეისი არ შეუსრულებია.

მეორე სეტში როჯერმა მოუმატა აქტიურობას და თამაში გათანაბრდა. მარეი კვლავინდებურად უკეთ აწოდებდა, მაგრამ ფედერერი უპრობლემოდ იღებდა თავის გეიმებს. საბოლოოდ, პარტიაში ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ამ ტურნირზე როჯერს ოთხიდან ოთხი მე-13 გეიმი ჰქონდა მოგებულდი და ეს სერია გააგრძელა. თავის მოწოდებაზე პირველი ბურთის წაგების შემდეგ, ფედერერმა ზედიზედ ოთხი ქულა მოიგო

მაგრამ მარეი არ დანებდა და გაათანაბრა ანგარიში, თუმცა იქვე კიდევ ერთი მინი-ბრეიკი მისცა მეტოქეს და დამარცხდა.

მესამე პარტიაში ენდიმ კვლავ დაალაგა თამაში უკანა ხაზზე და ისევ დაიბრუნა უპირატესობა გრძელ გათამაშებებში. ერთ-ერთი გეიმში ფედერერმა ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ შემდეგ, მარეიმ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ამასთან, ბრიტანელი თავის მოწოდებას ისევ დამაჯერებლად ინარჩუნებდა და მცირე შანსსაც არ აძლევდა როჯერს. საბოლოოდ, მან იოლად აიღო სეტი - 6:3.

მეოთხე პარტიის დასაწყისი კი უკეთ ფედერერს გამოუვიდა. 2:1-ზე მან პირველად მატჩში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ორჯერ ენდის მოწოდება დაეხმარა, მაგრამ გეიმის გადარჩენა მან მაინც ვერ შეძლო. მატჩში პირველმა ბრეიკმა თითქოს გამოაცოცხლა შვეიცარიელი, მაგრამ თავის მოწოდებაზე ორმა შეცდომამ თამაში ძველ კალაპოტში დააბრუნა. ენდი ამით არ დაკმაყოფილდა და მალე კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

მარეის ორი ბურთი რჩებოდა გამარჯვებამდე, მაგრამ ფედერერმა მაქსიმალური კონცენტრაცია მოახერხა და ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ამჯერად, "საჩოგბურთო ლატარიაში" სერიოზული ბრძოლა არ ყოფილა. როჯერმა აშკარად იპოვნა თავისი თამაში და გაანადგურა მეტოქე - 7:2.

და მაინც, მეხუთე სეტში მარეის უპირატესობა აშკარა იყო. ენდის აშკარად მეტი ძალა შერჩა, როჯერს კი სულ უფრო უჭირდა ხარისხიანი შეტევების ორგანიზება. ბრიტანელი რაიმე განსაკუთრებულს არ აჩვენებდა, უბრალოდ, ფედერერის შეცდომების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. როჯერი თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა - 0:3-ს აგებდა და ენდიმ მას სიტუაციის გამოსწორებიმ საშუალება არ მისცა, პირიქით, ბოლოს კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა - 6:4, 6:7, 6:3, 6:7, 6:2.

ასე რომ, ფედერერმა ზედიზედ მესამედ წააგო ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში.

საინტერესოა, რომ ამ წლებში ის "დიდი ოთხეულის" წევრებთან მარცხდებოდა - 2011-ში ჯოკოვიჩთან, 2012-ში რაფაელ ნადალთან და 2013-ში - მარეისთან.

გამოვლინდა პირველი გამარჯვებული. ქალთა წყვილებს შორის გაიმარჯვა პირველ ნომრად განთესილმა იტალიურმა დუეტმა, რომლის რიგებში შედიან სარა ერანი და რობერტა ვინჩი. მათ ფინალში სამ სეტში მოუგეს ავსტრალიელებს - ეშლი ბარტისა და კეისი დელაკუას - 6:2, 3:6, 6:2.

მანამდე, გაირკვა ფინალური წყვილი მიქსტში. გადამწყვეტი მატჩის მონაწილეები გახდნენ ავსტრალიელები - იარმილა გაიდოშოვა და მეტიუ ებდენი, რომლებიც ჩეხეთის წარმომადგენლებს - ლუსი ჰრადეცკასა და ფრანტიშეკ ჩერმაკს შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარია შარაპოვაც სერენა უილიამსს მიჰყვა

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა