"ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მორიგი საკონტროლო მატჩი ბათუმის "დინამოსთან" ჩაატარა
"ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საკონტროლო მატჩი ბათუმის "დინამოსთან" ჩაატარა. შეხვედრამ ადგილობრივ გულშემატკივრებში საკმაო ინტერესი გამოიწვია და თამაშის სანახავად ტრიბუნებზე 250-მდე ადამიანი მივიდა.
სხვათა შორის, მათ შორის ბათუმელი ქომაგებიც იყვნენ.
თუკი რამდენიმე დღის წინ ცხინვალის "სპარტაკთან" სპარინგში "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ამჯერად ფეროელებმა უფრო ძლიერი შემადგენლობით ითამაშეს.
თუმცა "ზესტაფონს" სხვადასხვა სირთულის ტრავმების გამო თემურ ღონღაძე, ლევან შარიქაძე, მიხეილ სარდალიშვილი, დავით რაჟამაშვილი და თედო გრიგალაშვილი აკლდნენ.
ანგარიში სერბმა იგორ იელიჩმა გახსნა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონმა" ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
დუბლი შეასრულა სინჯებზე მყოფმა ალჟირელმა თავდამსხმელმა მოჰამედ რეკრუკმა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ ორმა გასასინჯმა ლეგიონერმა, სერბმა მცველმა სლავკო ჩულიბრკმა და კამერუნელმა ნახევარმცველმა ოლივიე მუსიმა ებონგემ ითამაშა.
რაც შეეხება ბრაზილიელ შუახაზელ ვიტორ როსინი და კუნიას, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა მის სამსახურზე უარი თქვა.
25.01. ზესტაფონი. დ. აბაშიძე
ზესტაფონი-დინამო (ბთ) 5:0
გოლები: 1:0 იელიჩი (8), 2:0 თორნიკე გრიგალაშვილი (51), 3:0 რეკრუკი (59), 4:0 წინამძღვრიშვილი (61), 5:0 რეკრუკი (87)
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მეშველიანი), ბენაშვილი (46. თორნიკე გრიგალაშვილი, 80. კიკნაველიძე), ჩულიბრკი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე (75. ჭანტურიშვილი), იელიჩი (46. მუმლაძე), გორგიაშვილი (46. სამუშია), ებონგე (46. ენდელაძე), ბაბუნაშვილი (46. ჭანკოტაძე), აფციაური (46. რეკრუკი), კუტალია (46. წინამძღვრიშვილი).
დინამო (ბთ): მუჯირიშვილი, სიხარულიძე (26. რამიშვილი), ტყეშელაშვილი (46. ქორიძე), ჟვანია (46. მაკარიანი), გაბუნია (46. ბაჯელიძე), როსინი, გოგიტიძე, მუჯირი (46. თევდორაძე), შალამბერიძე (46. ვარშანიძე), ქუცურუა (46. ბერიძე), აბუსელიძე (46. თოდაძე).
ზესტაფონი - დინამო (ბთ) 5:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იგორ იელიჩს "ზესტაფონმა" ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
"ზესტაფონმა" წელი მარცხით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა