მიუნხენში მიმდინარეობს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან იმართება
მიუნხენში მიმდინარეობს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან იმართება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენები წარუმატებლად გამოდიან. შეჯიბრების პირველ დღეს ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მისთვის უჩვეულოდ შეუფერებელი შედეგი აჩვენა - 377 ქულა დააგროვა და 24-ე ადგილზე გავიდა.

აქ შესარჩევი ეტაპი 388 ქულით ბელარუსმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ვიქტორია ჩაიკამ მოიგო, მომდევნო ადგილებს კი 386-386-ით ფრანგი ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი სელინ გობერვილი, სერბი ევროპის ორგზის გამარჯვებული ბობანა ველიკოვიჩი და მისი მსოფლიოს ჩემპიონი თანამემამულე ზორანა არუნოვიჩი იყოფდნენ.

ფინალში ყველაფერი თავდაყირა დადგა - ჩაიკამ ცუდად ისროლა და მედალი კი არა, საბოლოოდ მეექვსეზე გადავიდა. სამაგიეროდ, კარგად გამოვიდა ველიკოვიჩი - 199.8, თუმცა ეს შედეგი გამორჩეული ამ შეჯიბრებაზეა და სერბს ჯამური 585.8-ით ოქროც მოუტანა, მაგრამ საერთაშორისო მაჩვენებლით არც ისე მაღალია. ფინალში ძლიერად გაისარჯა უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩიც - 198.7 ქულა.

არადა, შესარჩევში საკმაოდ ცუდად ისროლა - 383 დააგროვა, თუმცა ჯამში 581.7ქულა მაინც გამოუვიდა, რამაც ვერცხლის მედალი მოუტანა. ბრინჯაოს გობერვილი დაეუფლა - წინასწარ შედეგს ფინალში 179.1 დაუმატა, რითაც ჯამში 565.1 ქულა დაუგროვდა.

ლევან ქადაგიძემ მსროლელთა 8-კაციანი გუნდის მსგავსად 569 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 45-ე ადგილი ერგო.

ახალგაზრდებში ვლადისლავ მაიოროვი პირველ დღეს 551-ით 34-ე აღმოჩნდა, გოგოებში კი ჩვენი ტრიოდან ყველაზე უკეთ ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონი ლიზი კილაძე გამოვიდა - 362 ქულა და 38-ე ადგილი.

მარიამ ბლუაშვილი 358-ით 47-ეა, მარიამ მაღრაძე კი 347 ქულით 52-ე ადგილზეა.

ვერ გეტყვით, ახალგაზრდები სასროლეთს და საშეჯიბრო ატმოსფეროს შეჩვივნენ თუ გაუთამამდნენ, მაგრამ მეორე დღეს ანუ 25 იანვარს, შედეგები ცოტათი გააუმჯობესეს.

მართალია, არა იმდენად, საბოლოო ცხრილში სერიოზულად წაეწიათ წინ, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი სასიამოვნოა.

გოგოებში ყველაზე კარგად ამჯერადაც ქუთაისელი კილაძე გამოვიდა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 13 წლისაა.

მისი გუშინდელი შედეგი 369 ქულაა, რამაც ცხრილში 33-ე ადგილამდე აანაცვლა. ამჯერად 364 ქულა დააგროვა ბლუაშვილმა, რამაც 38-მდე აღაზევა. სამაგიეროდ, შედეგი გააუარესა მაღრაძემ - 334 ქულა და 52-ე ადგილი.

25 იანვარს მოუმატა მაიოროვმაც - 557 ქულა და 31-ე პოზიცია ცხრილში. აღსანიშნავია, რომ მაიოროვი და მაღრაძე უცხოეთში პირველად გამოდიოდნენ ტურნირზე.

მიუნხენური შეჯიბრება დღეს დასრულდება უფროსთა ასპარეზობით. ცეცხლის ხაზზე სალუქვაძე და ქადაგიძე დადგებიან, ახალგაზრდებმა კი 25 იანვარს დაასრულეს გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა