მატჩის მსვლელობისას ტელე-წამყვანმა შენგელიას ერთ-ერთი ჩატენვის შემდეგ თავი ვერ შეიკავა
- 22 დეკემბრის შემდეგ NBA-ის განვითარების ლიგაში მეორე მატჩს ატარებენ თორნიკე შენგელია და ტაიშონ ტეილორი.

ვნახოთ, როგორ დაეხმარებიან "სპრინგფილდს", - ასეთი შესავალი გაუკეთა ამერიკელმა კომენტატორმა "სპრინგფილდი"-"მეინეს" შეხვედრას.

მატჩის მსვლელობისას კი ტელე-წამყვანმა შენგელიას ერთ-ერთი ჩატენვის შემდეგ თავი ვერ შეიკავა, ხმას აუწია და თქვა:

- ყურადღებით დააკვირდით, მოედანზეა NBA-ის მომავალი ვარსკვლავი. თოკო და ტეილორი "სპრინგფილდს" აქამდე რომ დახმარებოდნენ, გუნდს სულ სხვა შედეგები ექნებოდა...

მოკლედ, ვეცადეთ, უცხოელების სიტყვებით გადმოგვეცა ის ემოცია, რასაც ზემოთნახსენები მატჩის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი განიცდიდა. მითუმეტეს ქართველი.

შენგელია ხომ მეტოქე გუნდის კალათბურთელებს ისე იოლად უსხლტებოდა, როგორც 2-3 წლით უფროსი - პატარებს.

თოკომ არათუ საკუთარ კარიერაში, არამედ "სპრინგფილდის" ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 39.

მან 46 წუთში 21-დან 17 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და 39 ქულას 18 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა.

შენგელიას გუნდმა "მეინეს" 123:115 აჯობა. 21 ნატყორცნი ორქულიანი ერთ მატჩში - ბევრია.

17 რეალიზებული ორიანი - ესეც ბევრია. ამ ციფრების შემხევდარე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ თორნიკემ თამაში საკუთარ თავზე აიღო და უმთავრესად ქულების მოგროვებაზე იყო ორიენტირებული.

ვინც მატჩი თავიდან ბოლომდე იხილა, საპირისპიროში დარწმუნდებოდა: 21 წლის ქართველი თავდამსხმელი თავის სტილს არც განვითარების ლიგაში ღალატობდა - არც პასს აგვიანებდა და უტევდა მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო იყო.

ასეთი თამაშით მოგროვილი 39 ქულა კიდევ უფრო მეტ ღირებულებას იძენს, მითუმეტეს, რომ არაერთხელ ითხოვდა ბურთს პერიმეტრზე ეულად მდგარი, მაგრამ ამაოდ...

ერთ დეტალზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: შენგელია დიდი ხნის უთამაშებელი იყო და შეიძლება ამიტომაც, ჩვეულად ათამაშებისთვის დრო დასჭირდა.

მან პირველი ორქულიანი საწყისი პერიოდის დასრულებამდე 1.17 წუთით ადრე ჩააგდო. შეცდომათა უმეტესობაც (სულ 7 ჰქონდა) პირველ წუთებზე მოდის.

ხოლო მეორე პერიოდიდან, როგორც იტყვიან, თამაში იგრძნო და რაც გააკეთა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

გამოცემა "რეპუბლიკანში" შენგელიას თამაში ასეთი ეპითეტითაა შეფასებული: "შთამბეჭდავზე მეტი".

იქვე გუნდის მთავარი მწვრთნელის ბობ მაქკიმონის კომენტარს ვკითხულობთ:

- თოკო ბოლომდე ჩამოყალიბებული კალათბურთელია და თავადაც ნახეთ რა შედეგის მიღწევა შეიძლება, როცა გუნდში ასეთი მოთამაშე გყავს: თამაშიდან ტყორცნების 56 პროცენტი გამოვიყენეთ. თავადაც მიხვდებით, რატომ.

"სპრინგფილდი" მომდევნო მატჩს 26 იანვარს "სანტა კრუსთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე შენგელიას სარეკორდო მაჩვენებელი D ლიგაში [VIDEO]

mamuka
ამ ბიჭის კალათბურთს მისი ბავშვობიდან ვუყურებ,ჩემი შვილი და ეგ დიდუბის სკოლაში ერთად თამაშობდნენ.საოცრად ჭკვიან კალათბურთს თამაშობდა,დიდ სიამოვნებას ვიღებდი,რომ ვუყურებდი.მეცინება,რომ ვიხსენებ რა პირობებში ვარჯიშობდნენ ბავშვები, ზამთარში გარეთ და შიგნით ერთი ტემპერატურა იყო,არა შხაპი, არა ტრენა ჟორი.ნეტა ნ.ბ.ა.-ში ვინმე თუ დაიჯერებს,რომ თორნიკეს კალათბურთის ანა-ბანა ასეთ პირობებში აქვს ნასწავლი?
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად