მოქნილობა ურთიერთობებში - ვისაც მწვრთნელობაზე აქვს პრეტენზია, ეს აუცილებელი თვისებაა
მოქნილობა ურთიერთობებში - ვისაც მწვრთნელობაზე აქვს პრეტენზია, ეს აუცილებელი თვისებაა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლო დროს მოქნილობის თემა აქტუალური გახდა.

ცხადია, მხოლოდ ეს არ არის წარუმატებლობების მიზეზი, მაგრამ ურთიერთობა ფეხბურთელებთან ძალიან მნიშვნელოვანია.

მწვრთნელს ვირზე ჯდომა არ უნდა უყვარდესო, ასე გამიგონია და ალბათ ასეც უნდა იყოს. სიჯიუტე და პრინციპულობა აბსოლუტურად სხვადასხვა რამეებია.

მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა - ამაზე ლაპარაკი გაუთავებლად შეიძლება. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ასეთ დროს ფერგიუსონისა და გიგზის ამბავი მახსენდება.

როცა გიგზი ჯერაც დამწყები ფეხბურთელი იყო "მანჩესტერში" და თერთმეტეულში მოხვედრა უჭირდა, ფერგიუსონმა თავისთან დაიბარა.

ამბავი იმად არის საინტერესო და საყურადღებო, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს იმ შეხვედრაზე ფეხბურთზე არ უსაუბრიათ, ფერგიუსონმა გიგზების ოჯახი მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ მწვრთნელს თითქმის ყველაფერი სცოდინია გიგზის ოჯახის პრობლემებზე.

საუბარი ამის იქით არ წასულა. "მანჩესტერის" მომდევნო მატჩზე კი ფერგიუსონმა გიგზი მოედანზე შეუშვა და ფეხბურთელსაც სასწაულები მოუხდენია.

თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა ჩამოართვა და ეს არც ერთ ფეხბურთელს არ უხარია.

სამკლავური ჯაბა კანკავას ერგო, თუმცა ვერ მივხვდით, კანკავას ნაკრებში ხიზანიშვილზე მეტი დამსახურება აქვს თუ სხვა რა მიზეზის გამო დააყენა ქეცბაიამ ის ხიზანიშვილზე წინ.

სამკლავურჩამორთმეული ხიზანიშვილი ნაკრებში თამაშს აგრძელებდა, შესარჩევის პირველ ორ შეხვედრაში ბელარუსთან და ესპანეთთან რიგიანად ითამაშა, მომდევნო ორ მატჩში კი შეცდომები დაუშვა და ქეცბაიამ ეგვიპტესთან ამხანაგური შეხვედრისთვის აღარ გამოიძახა.

ზოგს ალბათ ეგონა, რომ ქეცბაია ხიზანიშვილს საერთოდ აღარ გამოიძახებდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო - ხიზანიშვილი ნაკრებში დააბრუნა ალბანეთთან 6 თებერვალს გასამართი მატჩისთვის.

საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების ფეხბურთელი ბევრი არ არის და ეს ყველაზე კარგად ალბათ ქეცბაიამ იცის.

ერთიცაა: საქართველოში ვითარება შეიცვალა და არა მგონია, რომ ხელისუფლებაში ვიღაცის ახირების გამო ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი გაუგრძელონ, ვიღაცის დაჟინების გამო დანიშნოს ესა თუ ის მწვრთნელი ნაკრების მთავარსარდლად, ვიღაცის ახირების გამო ნაკრების მწვრთნელმა კონტრაქტს ხელი სპორტის სამინისტროში მოაწეროს.

ხიზანიშვილი სტაბილურად თამაშობს "ქაისერისფორის" ძირითადში და ამას დამსახურება უნდა.

რობერტ პროსინეჩკი რა მწვრთნელია, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ძვირადღირებულ სპეციალისტად ითვლება და ამით ბევრი რამ ნათქვამია. პროსინეჩკი ჩვენებურს ენდობა და ალბათ არავისზე ნაკლები გემოვნება არ აქვს.

საქართველოს ჩემპიონატში ფლანგზე ყველაზე კარგად მოდრიბლინგე ფორვარდი რობერტინიო მეგონა, მაგრამ დუშან უჰრინმა ის შეკრებაზე არ წაიყვანა.

მოკლედ, შეცდომა ჟურნალისტსაც მოსდის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი წესითა და რიგით მწვრთნელი უნდა იყოს.

თუმცა არც უჰრინია უშეცდომო, ვოსკობოინიკოვი ხომ მისი ხელდასმით აიყვანა "დინამომ", მაგრამ ესტონელი ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდს არ გამოადგა.

რობერტინიომ კი არაერთი მოხდენილი ეპიზოდი აჩუქა "დინამო არენის" ხალვათ ტრიბუნებს. ის ეპიზოდის ფეხბურთელად იქცა "დინამოში", ოღონდაც ამ ეპიზოდებით მართლაც ალამაზებდა საქართველოს ჩემპიონატს.

"ბრაზილიელებს ძალიან გვიყვარს დალევა, დღესასწაულების აღნიშვნა, საკუთარ თავს კი მხოლოდ იმის უფლებას ვაძლევ, ლუდი დავლიოო" - გვითხრა რობერტინიომ უწინდელ ინტერვიუში.

"დინამოს" აქვს იმის ფუფუნება, რომ რობერტინიოსნაირი ფეხბურთელი შეკრებაზე არ წაიყვანოს, სათადარიგოთა სკამზე დასვას, ან სულაც მეორე გუნდში გადაიყვანოს. ალბათ ამიტომაც აქვს "დინამოს" ჩემპიონობის სხვაზე მეტი შანსი.

მე მაინც მგონია, რომ რობერტინიო საჭირო კაცია. ვერც ჩისკო, ვერც მერებაშვილი ვერ შექმნის ისეთ ეპიზოდს, რისი შექმნაც ბრაზილიელს შეუძლია, ის სულ სხვანაირად ატყუებს, სხვანაირად დარბის, სხვანაირად აზროვნებს და სხვანაირად ატარებს დროს.

ვინძლო ამიტომაც დაგვიტოვა რობერტინიომ სენტი და მენტი.

ვალდას ივანაუსკასი 25 იანვარს უნდა ჩამოსულიყო თბილისში. საქართველოში ბევრს ახსოვს მისი თამაში სალათისფერმაისურიან "ჟალგირისში".

ეს გუნდი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა, ივანაუსკასი ასეთი "ჟალგირისის" ვარსკვლავი იყო. ეს ფეხბურთელი თვით ლობანოვსკისაც კი მოსწონდა.

ივანაუსკასმა ბუნდესლიგაშიც ითამაშა ფეხბურთი. მწვრთნელობაში კი მაშინ გამოირჩა, ედინბურგის "ჰართსი" რომ ჩაიბარა და შოტლანდიის თასი ააწევინა.

ედინბურგი ზღაპრული ქალაქია, იქ ინახება უილიამ უოლესის ხმალი და ბევრი სხვა სქოთური საგანძური, ეს არის ქალაქი-მუზეუმი. ედინბურგს არ ჰყავს "რეინჯერსის" მნიშვნელობის გუნდი, მაგრამ თვითონ ქალაქია შოტლანდიის სული და სიამაყე.

ივანაუსკასმაც იქ დაიგდო საინტერესო მწვრთნელის სახელი.

"ჰართსში" მაშინ ახალი მისული იყო ვლადიმერ რომანოვი, ლიტვის მოქალაქე რუსი ბიზნესმენი, რომელმაც ეს კლუბი 2005 წელს შეიძინა.

რომ არა ეს ფაქტორი, ივანაუსკასი "ჰართსში" ალბათ ვერ მოხვდებოდა. წარმატების შემდეგ ივანაუსკასის სამწვრთნელო კარიერა "ჰართსში" მალევე" დაღმა წავიდა, მაგრამ ვალდასი იქიდან უტიტულად არ წამოსულა.

ახლა კი "დილას" ჯერია - ივანაუსკასი ქართულ სარბიელზე გამოიყვანა და ეროვნულ ჩემპიონატსაც დაშ-ხოში შემატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ექსპერტი
საქართველოში ვითარება შეიცვლა. აღდგა კოლექტივები გეგმები გადაჭარბებით სრულდება. სპორტული კოლექტივები აგრძელებენ შესანიშნავი შედეგების ჩვენებას. და ეს ყველაფერი 1 ოქტომბრის შემდეგ. სახელმწიფომ შესანიშნავ სპეციალისტს ამხანაგ ლ. ყიფიანს ჩააბარა ქართული სპორტის სვე-ბედი მისცა სრული თავისუფლება არცერთი ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობაში ამხანაგი ლ.ყ. არ ერევა და აჰა შედეგმაც არ დააყოვნა.
vaso
Maxo, არ მაქვს უფლება არ დაგეთანხმო. აქ ერთია საკითხავი, როდის შეწყვეტენ ეს ჟურნალისტები ხალხის დაბოლებას. "სახელმწიფო არ ერევა", ვა, მართლა დათიკო? კაი რა....
maxos
როგორც მოვიდა ისე წავიდაო არ გაგიგიაა ეგრე ხვდება მაგატ
Maxo
"საქართველოში ვითარება შეიცვალა და არა მგონია, რომ ხელისუფლებაში ვიღაცის ახირების გამო ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი გაუგრძელონ, ვიღაცის დაჟინების გამო დანიშნოს ესა თუ ის მწვრთნელი ნაკრების მთავარსარდლად, ვიღაცის ახირების გამო ნაკრების მწვრთნელმა კონტრაქტს ხელი სპორტის სამინისტროში მოაწეროს" - ამაზე ბევრი ვიცინე... ბატონო ავტორ, თქვენ შემთხვევით სხვა ქვეყანაში ხომ არ ცხოვრობთ, თუ ლევან ყიფიანს არავინ დაუბარებია თავის კაბინეტში და ზეწოლა არ განუხორციელებია სხვადასხვა მეთოდებით სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგემენზე? თუ მასიურად არ შეცვლილა მწვრთნელები სპორტის სხვადასხვა სახეობაში? არა, მე წინა ხელისუფლებას არ ვამართლებ, უბრალოდ ბოლომდე უნდა ვიყოთ ობიექტურები!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში