ქართველმა ფორვარდმა 36,39 წუთში 24 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა
საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ თავი გამოიჩინა.

ბრუკლინელების ეგრედ წოდებულმა ფარმ-კლუბმა ქართველი ფორვარდის ლიდერობით მორიგი მატჩი მოიგო.

"სპრინგფილდ არმორმა" "სანტა კრუზ უარიორზს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში -111:100 დაამარცხა.

შენგელიამ 2 დღის წინ "სპრინგფილდის" შემადგენლობაში 39 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, 27 იანვარს, გამთენიისას კი D-ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36,39 წუთი გაატარა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ჯამში 24 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.

შენგელიაზე 2 ქულით მეტი მოაგროვა "ბრუკლინის" მეორე ახალწვეულმა ტაიშონ ტეილორმა, რომელმაც მთლიანობაში 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 16 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ვილი რიდს.

სწორედ ამ კალათბურთელებისა და შენგელიას შედეგიანობით "სპრინგფილდმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

8 გამარჯვებითა და 15 მარცხით "არმორი" აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩს სპრინგფილდელები 28 იანვარს გამართავენ. შენგელიას გუნდი დივიზიონში მე-2 ადგილზე მყოფ "მეინს" შეხვდება. <object width="560" height="315" data="http://www.youtube.com/v/8FsIgkmp-ms?hl=ru_RU&version=3&rel=0" type="application/x-shockwave-flash"> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="allowscriptaccess" value="always" /> <param name="src" value="http://www.youtube.com/v/8FsIgkmp-ms?hl=ru_RU&version=3&rel=0" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> </object>

gbf.ge

ასევე იხილეთ:

ამერიკელები შენგელიაზე: ყურადღებით დააკვირდით, მოედანზეა NBA-ს მომავალი ვარსკვლავი

თორნიკე შენგელიას სარეკორდო მაჩვენებელი D ლიგაში [VIDEO]

თორნიკე შენგელიას სამმაგი დუბლი და დაბრუნება "ბრუკლინში"

beqa
ტრავმა აქვს და გუშინ არ უთამაშია და ხო არ იცით რატო?
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა